2020-ის აგვისტოდან ღარიბაშვილის მთავრობამ FB-ზე 63 ათასზე მეტი დახარჯა, ვაქცინაციის წასახალისებლად მხოლოდ 4,600 ლარი

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოდან მთავრობამ Facebook-ზე 63,600 დოლარი დახარჯა, აქედან ვაქცინაციის წასახალისებლად მხოლოდ 4,600 ლარი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მთავრობის მიერ დასახული გეგმის თანახმად, 2021 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60% უნდა ყოფილიყო სრულად აცრილი, თუმცა მოსახლეობის 30%-ის აცრაც ვერ მოხერხდა.

2021 წლის სექტემბერში ვაქცინაციის წამახალისებელ ბილბორდებს ე.წ სისხლიანი ბანერები გადააკრეს, ხოლო პრემიერი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი რეგულაციების დარღვევით ხალხმრავალ სუფრებზე ილხენდნენ.

საქართველოში კოვიდით სულ 14,631 ადამიანი გარდაიცვალა, რომლის 98% აუცრელი იყო, ხოლო ამჟამად 64,625 აქტიური შემთხვევიდან 4,360 ჰოსპიტალიზებულია. შედარებისთვის, მოსახლეობით 3-ჯერ დიდ ისრაელში, სადაც მოსახლეობის 64% აცრეს 248,192 აქტიური შემთხვევიდან მხოლოდ 968 ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

დაბალი მიმართვიანობის გამო 2021 წელს 17,000 დოზა ვაქცინას გაუვიდა ვადა, რომელიც 8,500 ადამიანს 98%-ით დაიცავდა კოვიდით გარდაცვალებისგან,- წერია განცხადებაში.

 

tvpirveli.ge

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share