კობახიძე მარნეულზე: დარწმუნებული ვარ, დღეს-ხვალ უკვე ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა

“ქართული ოცნების”ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე საუბრისას თქვა, რომ მალე ვიხილავთ “ადამიანებს გისოსებს მიღმა”. მანვე მოუწოდა სამართალდამცველებს, არც ერთი სამართალდარღვევა არ დარჩეს დაუსჯელი. ქართული ოცნება მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას ოპოზიციის პროვოკაციას უწოდებს და პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს-ხვალ უკვე ვიხილავთ  ადამიანებს გისოსებს მიღნმა. ამ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება პროვოკაციები, ამაში დარწმუნებული ვართ. დამძიმდება კიდეც უფრო მეტად”, – თქვა კობახიძემ.

მარნეულში გუშინ, 29 სექტემბერს რამდენიმე ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად თავს ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაესხნენ. მოგვიანებით მთავარი არხის 4 თანამშრომელს, მათ შორის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, თავს დაესხნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც. მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 51
    "ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც"- რას ყვება გოგონა, რომლის დამსახურებითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
    Tags: და, არ, რომ
  • 50
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 50
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ
  • 50
    "ახლა, როცა ამ წერილს ვწერ..."- თაკო ჩარკვიანის ვრცელი წერილი ივანიშვილსპარტია "კანონი და სამართალი" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "პატარა წერილი ივანიშვილს! " ახლა, როცა ამ წერილს ვწერ შუა ღამე , იწვის დნება" დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და გამახსენდა ეს სტრიქონები და ისიც გამახსენდა, რომ ახლა თქვენ უთუოდ გძინავთ ღრმა ძილით, რადგან…
    Tags: და, რომ, არ, ამ