“ადარდე ბიძინას ვინმეს ჯანმრთელობა, ბიულეტენებად ხედავს ყველას”

მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება:

,,ეს შემთხვევითობა ხომ არ გგონიათ? ახლავე აგიხსნით:

ფართხა-ფურთხით დააბრუნეს სტუდენტები სასწავლებლად კონტაქტურ და არა ონლაინ გარემოში. არადა, დღეში ოცი შემთხვევა იყო და მაშინ იყო ყველა სასწავლებელი ონლაინ სწავლებაზე გადასული. სასწრაფოდ განაახლეს სწავლა, რომ 31 ოქტომბერს არ იყვნენ სტუდენტები თავიანთ რეგიონებში და ხმა არ მისცენ. თავისებს: სტუდკავშიროსნებს და ოროსან ქოცებს, თვითონვე წაიყვანენ და ხმას მიაცემინებენ. დანარჩენები, ანუ 10 დღის ჩამოსული სტუდენტები, თავისით რეგიონში ხმის მისაცემად აღარ წავლენ, თან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

აი ესაა ალგორითმი ყველაფრის ჩაკეტვის პარალელურად, კონტაქტური სწავლის აღდგენის.

p.s. ადარდე ახლა ბიძინას, ახალგაზრდების და ხანდაზმული პროფესურის (მოწყვლადი ჯგუფია) სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ბიულეტენებად ხედავს ყველას”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share