გურიის მოამბე

„ოცნება“ თვითონ ვერ კრებს ხალხს და ვითომ კორონაზე დარდობს – ნიკა გვარამია „ენმ-ს“ აქციაზე

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ძალიან მრავალრიცხოვან და შთამბეჭდავ აქციას ბათუმში:

არჩევნები არ არსებობს საარჩევნო კამპანიის გარეშე;

საარჩევნო კამპანია არ არსებობს დიდი შეკრებების და მიტინგების გარეშე (განსაკუთრებით, ბოლო ფაზაში როცა შედის);

არჩევნები, სადაც ამომრჩეველი ბოლოსკენ “დუხზე არ მოგყავს”, მით უფრო, როცა გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი ხარ და კოლაბორაციონისტი ხელისუფლება უნდა დაამარცხო (რომელიც ტრანსპორტით მოათრევს თავის 200 ლარად ნაყიდ ან საჯარო მოსამსახურე ამომრჩეველს), განწირულია წასაგებად;

თუ სრულფასოვანი კამპანია არ უნდა ჩატარდეს (და ამომრჩეველთან გრანდიოზული შეხვედრა სრულიად აუცილებელი კომპონენტია, თუ გამარჯვება გინდა. ნუ ახლა 3%-ისთვის თუ იბრძვით და ბიძინა დარჩება თუ წავა, სულ ერთია, მაშინ ბიბლიოთეკს-ბიბლიოთეკა და სკვერ-სკვერ შეგიძიათ შემოიაროთ ქვეყანა), მაშინ არჩევნები რეალურ შედეგებს და ამომრჩევლის რეალურ განწყობებს ვერ ასახავს და უნდა გადაიდოს;

ჩამოვყალიბდეთ: თუ არჩვენები უნდა ჩატარდეს (და ბიძინა დამარცხდეს), მაშინ მიტინგებიც უნდა ჩატარდეს. თუ კამპანია არ უნდა ჩატარდეს ან კოჭლი კამპანიით შემოვიფარგლოთ (ანუ ბიძინა დარჩეს), მაშინ არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს და გადაიდოს;

თუ ეს ელემენტარული ჭეშმარიტყებები არ გესმით, დადუმდით მაინც, რადგან თქვენივე ტექსტები ბიძინას სასარგებლო იდიოტებად გაქცევთ;

თუ ქოცების მოგება გინდათ – თქვენტან სალაპარაკო არაფერი მაქვს.

იმედია, არ შეწყვეტთ მსგავს აქციებს და წინასაარჩევნო პოლიტიკის და გამარჯვების მომტან მთავარ ატრიბუტზე უარს არ იტყვით;

იმედია, გესმით, რომ ოცნება თვითონ ვერ კრებს ხალხს და ვითომ კორონაზე დარდობს. ვინც კრებს, იმათ (ჯერჯერობით მხოლოდ თქვენ), კორონათი ამუნათებს და ამისთვის თავის ტროლებს და სასარგებლო იდიოტებს იყენებს;

მაგრამ კიდევ უფრო დიდი იმედია, პირბადეებს დაურიგებთ იმ ათასებს, ვინც მოდის თქვენს მხარდასაჭერად და ბიძინას გულის გასახეთქად.

და მთავარი შეკითხვა:

ბიძინა თუ არჩევნებს გააყალბებს (მოგების სხვა გზა არა აქვს და აუცილებლად ეცდება), დაიცა, და გარეთ არ გამოვდივართ კოვიდის შიშით, ან ველოდებით, პირბადეებს როდის დაგვირიგებენ?! ბოდიში და შიგ ხომ არა გაქვთ? ამ თქვენი ქვეშაჯვიობით ქვეყანას აბარებთ რუსეთს?!

p:s გირშელი გამახსენდა, ყველისციხის მბრძანებელი, ჟამიანობისას “მთავართა სანათლიოს რწყილებს რომ გაექცა მრავალნაცადი გმირი”. იმედია, ეროვნული მასშტაბის გირშელიზაცია არ დაგვემართება და ქვეყნის ბედზე ვიფიქრებთ, რომელსაც არა კორონა, არამედ ბიძინა კლავს თვალსა და ხელს შუა“, –წერს გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 84
    ვიღაცა ნებსით, თუ უნებლიედ ასრულებს რუსულ ოცნებას – გია ხუხაშვილიპოლიტიკის ექსოერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში  პროკურატურის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრის, ნატალია ილიჩოვას დაკავების ფაქტს ეხმაურება. “პრაიმტაიმნიუსი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ. “უნდა ამოვდიოდეთ იმ ინტერესიდან, რომ უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკი ჩვენთვის მხოლოდ ტერიტორია კი არა, ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ის არ ითვლება…
    Tags: და, უნდა, თუ, არ
  • 84
    რეკომენდაცია-ჯანსაღი ცხოვრებისთვისრატომ არ უნდა დაკარგოთ კომშის კურკები, რა გადატრიალება მოხდა მედიცინაში, როცა სიტყვა ცხელი – ცივით შეიცვალა და რა არის ყინულის კუბიკების, როგორც უკვდავების წყაროს საიდუმლო 1)თუ დიზბაქტერიოზი და საერთოდ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, კომშის კურკის ნაყენი ხშირად გამოიყენეთ. კუჭნაწლავის ლორწოვანში სასარგებლო ბაქტერიების რიცხვის დაცემა, ამწვავებს ამ სისტემის ნებისმიერ დაავადებას. კომშის კურკა გამოყოფს…
    Tags: და, არ, თუ
  • 84
    ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტში შესვლას ამჯერად ქობულეთიდან შეეცდებაპარტია " ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა ამომრჩეველს ქობულეთში, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარუდგინა.  პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად მერვე მოწვევის პარლამენტში ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე, ხოლო უმაღლეს საბჭოში ლაშა ვერულიძე იბრძოლებს. "ქობულეთი გაჩერებულია. არ ფუნქციონირებს არაფერი. ხელისუფლებას 1 წლის განმავლობაში არ…
    Tags: და, არ, უნდა
  • 82
    როგორ ვიქცევით თუ კოვიდ ინფექციის სიმპტომები გამოგვივლინდა? - ცნობილი ექიმის რამდენიმე რჩევაამერიკაში მოღვაწე ექიმის, ნანა გეგეჭკორის მნიშვნელოვანი რჩევები, რომელიც ასევე ამერიკაში მცხოვრებ ექიმსა და პროფესორ, ზურაბ გურულთან ერთად დარედაქტირდა. ვადევნებ თვალს საქართველოში კოვიდ ინფექციის მიმდინარეობას და გადავწყვიტე დავუბრუნდე ფეისბუკს და ასე შეგეხიდოთ ამ, ჯერაც ბოლომდე შეუცნობელი, დაავადების მართვაში. პანდემიის დაწყების დღიდან ვიყავი ჩართული ნიუ-იორკის ყველაზე ცხელ წერტილში, მაიმონიდის ჰოსპიტალში, კოვიდ ინფექციასთან…
    Tags: და, არ, თუ