გურიის მოამბე

ღარიბაშვილმა ბევრ ცუდს აგვარიდა-მეუფე იაკობმა ღარიბაშვილი და მამა კირიონი ამბიონიდან აქო

მამა კირიონი ხვდებოდა ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, მამუკა ბახტაძეს და შეხვდა გიორგი გახარაიასაც- განცხადება ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებაზე, დავით გარეჯის თემაზე საუბრისას გააკეთა.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ გარეჯაში მოღვაწე მამა კირიონი მისი მეგობარია, გარეჯის მცველია და სამონასტრო კომპლექსის აღდგენაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული.

მეუფე იაკობმა გარეჯაზე საუბრისას 2012 წელი და მაშინდელი პრობლემები გაიხსენა

2012 ში ყველას გახსოვთ როცა პატარა პრობლემასავით გაჩნდა, ეპისკოპოსებიც ვიყავით მრევლთან ერთად ჩასულები…წინა საღამოს გამოვიდა ბატონი ბოკერია და ბრძანებდა იმას რომ არ წახვიდეთ ყველაფერი კარგად არის, გადაწყვეტილიაო. ვერც მაშინდელ ხელისუფლებას დაუჯერებ, როცა გარეჯს ეხება საქმე და ვერც ნებისმიერ სხვა ხელისუფლებას…მერე მართლაც ძალიან მალე, რამდენიმე დღეში მოგვარდა ეგ ამბავი, მაგრამ ჭირმა ისევ თავი იჩნა და პირადად მე ვიცი რამდენჯერ ხვდებოდა მამა კირიონი თუნდაც ღარიბაშვილს, თუნდაც კვირიკაშვილს, თუნდაც ბახტაძეს, გახარიასაც შეხვდა და ნამდვილად ვიცი რომ ღარიბაშვილსიგან მაშინვე მხარში დგომა წამოვიდა და მაშინდელი უშიშროების საბჭოდან გულით ჩაებნენ – ამბობს მეუფე იაკობი.

ამბიონიდან მან თავდაცვის მინისტრის დამსახურებებს გაუსვა ხაზი:

მე რაც შეხება მქონია საქართველოსთან ურთიერთობაში არასდროს არ შეშლია ღარიბაშვილს…ისეთი რამე გაუკეთებია დღეს ბევრ ცუდს ვართ არიდებული. მოვა დრო და მაგასაც ვიტყვი – ამბობს მეუფე იაკობი.

მისივე შეფასებით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სადემარკაციო კომისიიდან ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაუშვა და ამით მან “ღირსეული ნაბიჯი” გადადგა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეში, პროკურატურის ერთ ერთი მთავარი მოწმე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ სწორედ მამა კირიონია, რაც შეეხება ღარიბაშვილის წვლილს – ირკვევა რომ სწორედ ის მივიდა საპატრიარქოსი რუსეთიდან ჩამოტანილი რუკებით ხელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 45
    მხარს არავის ვუჭერ, რასაც ვუყურებ, ასე მირჩევნია - მეუფე იაკობი პოლიტიკურ განწყობაზებოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დღევანდელ ქადაგებაზე საკუთარ პოლიტიკურ განწყობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მხარს არავის უჭერს. მისი თქმით, ეკლესია არაფერში ერევა და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ სურს ხელისუფლების სათავეში. ჩვენ არავის მხარეს არ ვიჭერთ. ბევრჯერ გავაფრთხილე, რომ თავი დაგვანებონ. ნუ გვაიძულებენ, რომ მართლა მხარი დავუჭიროთ ვინმეს, თორემ, გადახედონ მხარს როცა ვუჭერდით ხომ... ვინც…
    Tags: რომ, და, ეკლესია, იაკობი, მეუფე, ამბობს, იაკობმა