“ხელისუფლება გადასულია დაუფარავ ძალადობაზე” – როგორ ეხმაურებიან ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებს სოცქსელში

8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული საპროტესტო აქცია გაიმართა. თავდაპირველად ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელისუფლებას 3 მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 20:00 საათამდე მისცეს, ვადის ამოწურვის შემდეგ კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები იყო და ამ დრომდე ძალაში რჩება შემდეგი: 1. ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; 2. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და კომისიების სამართლიანი პრინციპით დაკომპლექტება; 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ დროის სხვადასხვა

მონაკვეთში წყლის ჭავლი გამოიყენა. ცესკოს ტერიტორიის მომიტინგეებისგან გასათავისუფლებლად პროცესში ჩართული იყო სპეცრაზმიც.

წყლის ჭავლის რამდენჯერმე გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები ცესკოსთან ბრუნდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ, ოპოზიციონერი ლიდერების გადაწყვეტილებით, წუხელ ღამით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია დასრულდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე გუშინ სამართალდამცავებმა 19 პირი დააკავეს.შს მინისტრის მოადგილის,

კახაბერ საბანაძის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს.

გუშინ განვითარებულ მოვლენებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში:
გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი:

“რა მნიშვნელობა აქვს პირველად ვინ ისროლა წყლის ჭავლი ან ქვა?
ადამიანურად, ჩემთვის მძიმე სანახავი იყო ამ სიცივეში შეკრებილთა ჭავლით დაშლა, თანაც, გაუფრთხილებლად.
ასევე, არასდროს მომეწონება სახელმწიფო მნიშვნელობის შენობებში ძალით შეჭრა ან სამართალდამცავებისთვის ქვების სროლა.
პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს. დაე, ის უქმნიდეს დისკომფორტს ყცელას, ვინც ხალხის ნების წინააღმდეგია, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო ქცევა არ მომწონს.
დაკიდევ, მგონია, რომ არანაირი თანამდებობა არ ღირს, თუ ხალხის წინააღმდეგ ხარ.
არა ძალადობას!
არა მედიაზე თავდასხმას!”
გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
“როგორ მოიქცეოდა ამ პირობებში პასუხისმგებლიანი, საკუთარ სიმართლესა და ძალებში დარწმუნებული ხელისუფალი?

შეთავაზებდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლას, იქ საგამოძიებო კომისიის შექმნას არჩევნებთან დაკავშირებით. თუ კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთებოდა ისეთი და იმ მოცულობის დარღვევები, რამაც არსებითად დაამახინჯა შედეგები, მაშინ დათანხმდებოდა რიგგარეშე არჩევნებზე.
ქილიკი და 52% (მათივე დათვლით) ამომრჩევლისთვის ნაცის ძახება ადვილია, მაგრამ ცუდად მთავრდება…”

 
სოსო მეშველიანი, პოეტი:
“ერთ კვირაში 5 ათასამდე ავა ყოველდღიური მაჩვენებელი, გარდაცვლილთა რაოდენობაც გაიზრდება, მაგრამ ეს არაფერი, მთავარია მთავრობა შეიცვალოს, ახალი, სუფთა ადამიანები მოვიდნენ სათავეში, შალიკო ნათელაშვილი, ნინიკო ბურჯანაძე, ბოკერია თავისი რაზმით… ეჰ, წავიდე ერთი, პირუტყვი მოვამრავლო და მამაპაპისეული ქოში შევაკეთო გოლაის ტევრში.

პ.ს. ქოცებმა არ დააკომენტაროთ”

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:
“ერთი რამე არ მესმის და არც მინდა გავიგო, იმიტომ რომ კარგს ვერაფერს დავასკვნი – ხალხის ნაწილს რომ სცემენ, მეორე ნაწილს რატომ უხარია??? რა გიხარიათ? პასუხი დაახლოებით ასეთია, – ჩვენ რომ გვცემდნენ კარგი იყოო? ცუდი იყო. სხვას რომ სცემენ და თვალებს თხრიან, უკეთ ხართ? მაქსიმუმ 30 ნაციონალზე ხართ გაბრაზებული, ამ აქციებზე კი არის უამრავი ადამიანი თავიანთი გასაჭირით, წუხილით, პრობლემით, სულ უცნობიც რომ იყოს და მითუმეტეს, სავარაუდოდ უამრავი თქვენი ახლობლის თუ არა, ნაცნობის შვილი, და, ძმა.. ხოდა რა გიხარიათ? და ან როდემდე უნდა გიხაროდეთ ერთმანეთის განადგურება?”

გოგი გვახარია, ხელოვნებათმცოდნე:

“ოპოზიციის მოწოდება აქციის დროებით დაშლაზე ერთ-ერთი ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იყო ბოლო დროის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აი რატომაა კარგი განსხვავებული გემოვნების ადამიანების ერთად დგომა, განსხვავებული აზრის შეჯერება.. აი, რატომაა კარგი არა ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე ლიდერი და სხვათა შორის (ნინო ბურჯანაძეს დავესსხები) “გამოცდილება”!”
თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი:
“7 ნოემბერი ხომ იყო უმძიმესი, მაგრამ აი რუსთაველზე მერაბიშვილმა რომ ჩამოიარა კმაყოფილმა, ბედნიერმა და მოგვახსენა სახელმწიფო შედგაო ეს იყო ყველაზე შემაძრწუნებელი იმ დღეს.
ძალიან ცუდი ღამე იყო წუხელ. ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის მძიმე. და კიდევ უფრო იმიტომ რომ იყო ხალხი რომელიც კედელ კედელ დადიოდა სწორედ იმ გონორით და ემოციით როგორც იმ დღეს მერაბიშვილი.
მაგრამ ახალი დღე გათენდა და კიდევ უფრო ნათელია ამ კვირის მთავარ დილემებზე პასუხი.
1. როგორც პირველი წუთიდან ვამბობდი, ჯერჯერობით ნათელია რომ მანდატებზე და მეორე ტურებზე უარი იყო სიშლეგე;
2. გათვლა იმაზე რომ ამით ვინმე რამეს გაიგებდა მგონი წუხელ თვალნათლივ დავინახეთ არ იყო სწორი;
3. ხელისუფლება ჯიბრში უდგას საკუთარ მოსახლეობას და არაფრით უნდა აღიარება რომ ქვეყნის ხელისუფალია და არა მხოლოდ 48 პროცენტის. იმდენად ზურგით დგას მოსახლეობის ნახევართან რომ დარბევას ვიწყებთო ამის გასაფრთხილებლადაც კი არ შეიწუხა თავი;
4. როდესაც პოლიტიკური სპექტრი მთლიანად ულტიმატუმის რეჟიმში მუშაობს იქ სახელმწიფოებრიობაა პირველი მსხვერპლი და აგურ აგურ დაშალეთ აბა თქვენ იცით რაც დარჩენილია;
5. იქნებ გამოჩნდეთ ვინმე ვინც რეალურ ნებას აჩვენებს პასუხისმგებლიანი პოლიტიკის კეთების და დიალოგის კარს გააღებს. აზრიანი, კონსენსუსის ძიებით მოტივირებული დიალოგის;
6. გუშინ აქვიის დაშლა, იპოზიციის მიერ, (მომიტინგეებისთვის მოწოდება ღამე სახლში გაეთენებინათ) იყო სწორი, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება. იქნებ ეს გამოიყენოს ოცნებამ საწყისად;
7. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ მანევრი მაინცდამაინც არც ერთ მხარეს არ გაქვთ დარჩენილი. უფრო დიდი შეცდომების დაშვების შესაძლებლობა კი უსაზღვროა
დავით ზურაბიშვილი, “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი:
“ხელისუფლება გადასულია დაუფარავ ძალადობაზე. საგანგაშო ამბავია, როდესაც ქვეყანას ჰყავს აბსოლუტურად არაადეკვატური ხელისუფლება, რომელიც იმასაც ვერ ხვდება მისთვის რა ჯობია, სხვაზე და ქვეყანაზე რომ არაფერი ვთქვა.

ამათი არაადეკვატურობა უკვე კოვიდ-19 ზე არანაკლებ საშიშია ქვეყნის ჯანმრთელობისთვის.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 100
    ჩოხატაურის მერს მოქალაქე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებსმერი სიტყვიერ დაპირისპირებას მოქალაქესთან ადასტურებს თუმცა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას უარყოფს ჩოხატაურის მაცხოვრებელი ტატო ვასაძე ირწმუნება რომ მერმა მას ჯერ აგინა, შემდეგ კი სცემა და ბოლოს მოსდევდა და ემუქრებოდა კიდეც. როგორც "გურიის მოამბესთან" საუბარში დაზარალებული  ტატო ვასაძე ყვება, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ჩოხატაური ბახმაროს გზაზე მოხდა. საცობის დროს, ვასაძის თქმით,…
    Tags: და, არ, რომ, იყო
  • 100
    "არ მჯერა, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ ერთად გამოვიარეთ, ოდესმე ვინმე შენსავით შემიყვარდება"მათი სიყვარულის ისტორიაც გადასაღებ მოედანზე დაიწყო. ამბობენ, რომ ისინი ჰოლივუდის გლამურულ წყვილის სტატუსს დღემდე ინარჩუნებენ. 19 წლის ლორენ ბეკოლი, სამოდელო კარიერის დასაწყისში იყო, როდესაც მასზე უფროსი 45 წლის, ჰამფრი ბოგარტი გაიცნო, მაშინ ლორენი მოდელობიდან გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა და სწორედ იქ შეხვდა თავისი ცხოვრების სიყვარულს. 25-წლიანი ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთი მოეწონათ და ურთიერთობა…
    Tags: და, რომ, არ, იყო
  • 100
    "ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც"- რას ყვება გოგონა, რომლის დამსახურებითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
    Tags: და, იყო, არ, რომ
  • 93
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ