“ახლა, როცა ამ წერილს ვწერ…”- თაკო ჩარკვიანის ვრცელი წერილი ივანიშვილს

პარტია “კანონი და სამართალი” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს:
“პატარა წერილი ივანიშვილს!
” ახლა, როცა ამ წერილს ვწერ შუა ღამე , იწვის დნება” დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და გამახსენდა ეს სტრიქონები და ისიც გამახსენდა, რომ ახლა თქვენ უთუოდ გძინავთ ღრმა ძილით, რადგან ამბობენ რომ 22 საათზე უკვე გძინავთ, ნუ რომ “გამოიღვიძებთ “ სისხამ დილით , თქვენი საზარლად მორჩილი ”მომსახურე პერსონალი” უთუოდ დაგახვედრებთ ამ პატარა შეგონებას “ძილ-ღვიძილის” შესახებ.
2012 წლამდე თქვენზე ლეგენდები დადიოდა, როგორც ქველმოქმდეზე ( მართლაც ქველმოქმედებდით და მთელი საქართველო პატივისცემით გიხსენიებდათ, საოცარია რა არის ის რის ფასადაც შეიძლება , უფრო სწორედ ხალხის ეს ნდობა რაში შეიძლება გაიცვალოს და რის ფასად?? ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელია ეს, რომ ამიტომ ვფიქრობ , რომ დამოუკიდებელი მოთამაშე არ ხართ და ” დიდი და უფროსი ძმის” ანუ პუტინის მიერ ხართ დაკაბალებული, თორემ სხვაგვარად, ამხელა ფულის – მილიარდების პატრონი, 3 მილიონიან ქვეყანას ფეხზე როგორ არ დააყენებდა?? !! ქარხნებს როგორ არ ააგუგუნებდა, ტექნოლოგიებს როგორ არ განავითარებდა, სამართლებრივ სისტემას როგორ არ შეცვლიდა რეფორმებით, მიწაზე როგორ დასცემდა შიმშილისგან დაუძლურებულ ხალხს და ამ -(მათი )გაჭირვებით როგორ ისარგებლებდა და ქვეყნის წინააღმდეგ ” პროექტში”მონაწილეობას როგორ მიაღებინებდა ?!ერთადერთი ვარიანტია : არ ხართ თავად თავისუფალი , თქვენც სხვისი მსახური ხართ, თორემ დაინახავდით, რომ ამ მომაკვდინებელი ვირუსის დროს , ხალხს ისე არ უნდიხართ, რომ თავს წირავენ ადამიანები და ათიათასობით გამოდიან ქუჩაში რომ თქვენ მოსცილდეთ ამ ხელისუფლებას, ამაზე არ გიფიქრიათ ? და თუ არ გიფიქრიათ დაფიქრდით, წარმოიდგინეთ , როგორ არ უნდიხართ , როგორ თავგანწირულად იბრძვიან ( ვიბრძვით ) ადამიანები, რომ ამ სასიკვდილო ვირუსის დროს , მაინც ქუჩაში გამოდიან უყოყმანოდ , თქვენ და თქვენი ” მონა მოსამსახურენი” კი ადამიანთა თავებს ითვლით, 30 ათასი იყო თუ 40 ათასი, თავებს ნუ ითვლით, იმაზე იფიქრეთ, რომ ამ გაჭირვების და შიმშილის დროს და მომაკვდინებელი ვირუსის ჟამს( დღენიადაგ რომ გაჰყვირით ეს ვირუსი კლავსო) დიახ იციან რომ კლავს და ამ მომაკვდინებელი ვირუსის დროს, ხალხი სიკვდილზე მიდის და თქვენს წინააღმდეგ მაინც გამოდის, ( წარმოიდგინეთ ესე იგი რამდენია)თქვენ კი თავებს ითვლით, იმის მაგივრად რომ მიხვდეთ რომ დროულად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება წასვლის შესახებ და დაფიქრდეთ იმაზე, რომ ამ მომაკვდინებელი ვირუსის პერიოდში ამდენი თავგანწირული მოწინააღმდეგე გყავთ, რომ დაფიქრდეთ , შეგზარავთ შეგაძრწუნებთ ეს შიში და მიხვდებით, რომ ხალხის ეს – ასეთი თავგანწირვა და რისხვა, პუტინზე მეტად, 100 – ჯერ მეტად საშიშია- ასიათასჯერ!!! რა არ გაპატიეს??? მე პირადად არ გაპატიეთ მოტყუება, იმედის გაცრუება, ჩემი პატარა და დიდი კულტურის ,უძველესი ჭირ-ვარამ გამოვლილი ქვეყნის უპატივცემულობა, დიახ სახელმწიფოს ჩამოშლა, გაღატაკება, მსოფლიოში რომ აღარავინ საუბრობს ამ ეკონომიკურად გაღატაკებულ , რუსეთის მიერ ტერიტორიებ წართმეულ ქვეყანაზე, რომლის , ( თქვენს მიერ დანიშნული) პ-რეზიდენტი და ქვეყნისთვის “პრეზი- დენთი”( მე ასე მოვიხსენიებ სალომე ზურაბიშვილს) პუტინს- ქვეყნის პირველ ოკუპანტს მადლობას უხდის საქვეყნოდ, ვერანაირ გამართლებას ვერც ერთი უმაღლესი დიპლომატი , რომ ვერ მოუძებნის, აღარაფერს ვამბობ ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტის ღირსებაზე, მე 9 წელი ოპოზიციაში ვიყავი, ყოფილი ხელისუფლების დროს -მაშინდელი სამართლებრივი სისტემის გამო ,( დიახ სწორადაც ვიყავი ოპოზიციაში)მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს , რომ ის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობა არ მახსოვს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი აკეთებდა და აგუ-აგურ აწყობდა,სახელმწიფო უთუოდ გვქონდა – სახელმწოფო ,დიდი მაშტაბური განვითარების
პროექტებით და პერსპექტივებით, ქვეყნის ეკონომიკურად განვითარების პერსპექტივით, არ აპატია ხალხმა ახალგაზრდა ყოფილ ხელისუფალს პენიტენციალურ სისტემაში და საერთოდ სამართლებრივ სისტემაში მომხდარი დიდი – ძალიან დიდი ბაკხანალია, თუმცა ამ გადასახედიდან , კარგად ჩანს , რომ რუსეთმა და მისმა აქაურმა ” მსახურებმა” , როგორ ოსტატურად გამოიყენეს მაშინდელი -ყოფილი ხელისუფლების შეცდომები ( გააასმაგეს, არ ვამბობ რომ არ ხდებოდა დანაშაულებები ციხეში, იმიტომაც ვიყავით ოპოზიციაში,მაგრამ რუსეთის აქაურმა “მსახურებმა”, გააასმაგეს) და თქვენ იმ ყველაფრის ფონზე მოხვედით- ხალხი რომ გაგიჟებული იყო ტყუილ- მართლით ანუ ბევრი მართალი იყო და ბევრიც ტყუილი და ხალხის რეაქციაც სწორი და სამართლიანი იყო, ახლა კარგად ჩანს რომ “ოსტატურად” შემოხვედით- უფრო ზუსტად რომ ვთქვა-შემოგიყვანეს ქართულ პოლიტიკაში , რა შორს გამიზნული ‘”ქველმოქმედი” ყოფილხართ რუსული გეგმით. რატომ ვარ ასე მკაცრი???? რატომ და ქველმოქმედებაში ქვეყნის დათმობა მოგვთხოვეთ, ქველმოქმედებას კი თუ მას ანგარება ახლავს, ქველმოქმედება არ არის, დიახ ქვეყნის დათმობა მოგვთხოვეთ, ზოგიც დაგთანხმდათ,ზოგიც არა, ზოგი კორუფციული კომპრომატებით არიან ” დათრეულნი, ” ზოგიც მკვდარია – გარდაიცვალა და ზოგიც ცოცხალ-მკვდარი და ზოგიერთი კი ჩემნაირად, თქვენ რომ ღრმად გძინავთ ( არა მგონია მშვიდად გეძინოთ, ღრმად კი -მშვიდად არა) შუაღამე ფიქრობს -ვფიქრობ , ეს რა ღვთის რისხვა დაატყდა
ჩემს ლამაზ ქვეყანას , რომ მგონი სახელმწიფოს უზურპაცია- არჩევნების გაყალბება კი არა მხოლოდ, არამედ მიზანმიმართულად გაღატაკებული ქვეყნის განადგურება მიმდინარეობს , რადგან მერე იოლი გადასაბარებელი აღმოჩნდეს ოკუპანტისთვის ( ეს ხომ რუსული მართვის სტილია?!) ეგ -არ და ვერ მოხდება და თქვენ კი ძილის მაგივრად სიფხიზლეს გირჩევდით, რადგან ამდენი ხალხი სიკვდილზე, რომ მიდის და თავს წირავს პრაქტიკულად ამ მომაკვდინებელი ვირუსის დროს და ქუჩაში უყოყმანოდ გამოდის თქვენს წინააღმდეგ ,რათა სახელმწიფო მიტაცებისგან დაიცვას, არ მგონია ძილი გამოსავალი იყოს თქვენთვის!!!!!!!!! დაიმახსოვრეთ! თქვენ როცა გძინავთ, ხალხი ფხიზლობს თავის ქვეყნის სადარაჯოზე !!!!!!!”- წერს ჩარკვიანი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 94
    “ივანიშვილის პოლიტიკურ სხეულს ეტაპ-ეტაპ აკლდება “კიდურები”– ლაშა ბუღაძემწერალი ლაშა ბუღაძე  თვლის, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტირების შესახებ გამართლებულია: “ის რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ნიშნავს ერთს: რომ ოპოზიციის ამომრჩეველი არ აღიარებს “ქართული ოცნების” მესამედ გამარჯვებას, რადგან ივანიშვილმა არჩევნები მოიპარა გაყალბებით, დაშინებით, სიცრუით, შპანას მიერ იარაღის ტრიალით და ა. შ. არჩევნები რომ ობიექტურად ჩატარებულიყო, სავარაუდოდ მივიღებდით იმას, რისთვისაც,…
    Tags: და, რომ, არ, ამ
  • 93
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 93
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ
  • 91
    დეკანოზი ლომიძე მეუფის iPhone-ზე: ამ ვნებას საერთო არ აქვს ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან"ამ ვნებას საერთო არ აქვს ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან"- ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ Facebook-ზე დაწერა. მეუფე ნიკოლოზმა iPhone-ს შესახებ რამდენიმე თვის წინ დაიწყო საუბარი, მისი თქმით, ტელეფონი ჟურნალისტებისგან თავდაცვის მიზნით უნდა. გარდა ამისა, მან ისაუბრა, რომ ბოლო მოდელის ტელეფონი არ აქვს, რადგან უკვე 12 გამოვიდა, ამის შემდეგ ერთერთმა მაღაზიამ მისთვის ბოლო…
    Tags: და, არ, რომ, ამ