“დღეს, 10 აპრილს, პოლონეთის დიდი ტრაგედიის დღეა!
პრეზიდენტი კაჩინსკი დაჯილდოებულია საქართველოს ეროვნული გმირის წოდებით და მედლით. და ეს არ არის შემთხვევითობა, იმიტომ, რომ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩვენი დედაქალაქის და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში 2008 წელს.
როდესაც ის შემოვიდა თავისი თვითმფრინავით საქართველოს საჰაერო სივრცეში, რუსებმა უთხრეს, რომ ჩამოაგდებდნენ თვითმფრინავს, მაგრამ მან მაინც გარისკა, გადაჭრა საქართველოს საჰაერო სივრცე, თბილისში დაჯდომა ვერ მოახერხა, მაგრამ აზერბაიჯანიდან შემოვიდა.
იმის ფონზე, რაც ხდება ახლა, რუსეთს და უკრაინას შორის, კაჩინსკის წინასწარმეტყველება, როგორც არასდროს აქტუალურია.
2010-ში, ორი დღით ადრე რუსეთში წასვლამდე, მან მე დამირეკა და დაჟინებით შემომთავაზა მასთან ერთად გავფრენილიყავი სმოლენსკში, რადგან იმ ოფიცრებს შორის, ვინც დაიღუპა მაშინ საბჭოთა კავშირში, ვინც დახვრიტეს, იყო ბევრი ქართველი ოფიცერი.. მე ვუთხარი, რომ სიამოვნებით წამოვიდოდი ლეხ, მაგრამ რუსები ნამდვილად არ შემიშვებენ თავის ტერიტორიაზე, რაც არ უნდა არგუმენტები წარვუდგინო მათ..
და ორ დღეში გავიგე, რომ ეს უბედურება მოხდა..
დღესაც, ძალიან ბევრი პოლონელი და მეც ვთვლი, რომ 2010 წლის ტრაგედია, როდესაც რუსებმა მოხსნეს სპეციალური დასაჯდომი აპარატურა და ბევრი სხვა რაღაც გააკეთეს იმისთვის, რომ ეს უბედურება მომხდარიყო (ჩვენ არ გვაქვს ყველა ფაქტი იმიტომ, რომ თვითმფრინავის ფუზელაჟს ისინი არ იძლევიან, რაც გაარკვევდა ყველაფერს, მოხდა თუ არა მართლა სარაკეტო დარტყმა ამ თვითმფრინავზე, თუმცა ბევრი სხვა ფაქტი მეტყველებს, რომ ისინი დაინტერესებულნი იყვნენ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოგდებით), ეს იყო პირდაპირი შურისძიება 2008 წლის თბილისზე.
კაჩინსკი ნამდვილად იყო არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ საქართველოს ეროვნული გმირი. და სხვათაშორის, ის იყო ძალიან დიდი თაყვანისმცემელი ქართველი ოფიცრების. მისი მამა იბრძოდა ქართველ ოფიცრებთან ერთად პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის და მან დადგა ვარშავის ცენტრში, ყველაზე მთავარ მუზეუმში, ქართველი ოფიცრების ძეგლი, რომელიც ჩვენ ერთად გავხსენით 2006 წელს. ( ერთადერთ უცხოელ ოფიცრებს დაუდგეს ძეგლი და ესენი იყვნენ ქართველი ოფიცრები).
როდესაც მე მის გასვენებაში მივფრინავდი, მაშინ ჩაიკეტა მთელი საჰაერო სივრცე მთელ ევროპაზე – იყო ვულკანის ფერფლი და აიკრძალა ფრენები.. და მე ვიყავი ერთადერთი არაოჯახის წევრი, ვინც დაესწრო მის საბოლოო დაკრძალვას აკლდამაში.
ჩვენ საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი კუბოში ჩავატანეთ მას და ეს იყო მართლა სასწაული..
თითქმის 18 საათი ვიფრინეთ და ვიარეთ და წამი-წამზე მოვასწარით, რომ ამ მომენტისთვის მიგვესწრო.. დაახლოებით იგივე აღქმაა, როცა ვარდების რევოლუციის დროს წამი-წამზე მოვასწარით, რომ პარლამენტში შევსულიყავით.
არის რაღაც მომენტები, როდესაც რაღაცა სხვა ძალა გატარებს და რაღაცა სხვა ძალას მიყავხარ”.-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.