“თქვენ გურული ქალების ღირსეული გამგრძელებლები ხართ, რომლებმაც ხმის უფლებაც მოიპოვეს და ცხენზეც ჯირითობდნენ”

ლანჩხუთის გამგეობის კულტურის განყოფილების ყოფილი ხელმძრვანელი ირმა მგელაძე, ლანჩხუთელ ქალ ფეხბურთელებს გამარჯვებას სოციალური ქსელით ულოცავს და წერს:
“ჩემს “წინა ცხოვრებაში” ყველა პოზიციაზე სპორტი შემოდიოდა ჩემს საკურატორო სფეროში და ამიტომ განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ამ გოგონების, საერთოდ გოგონების ფეხბურთის ჩემს ცნობიერებაში შემომტანი ადამიანის, ავთო ორმოცაძის წვლილი და დამსახურება. იგი სამწუხაროდ ვერ მოესწრო ამ სიხარულს, თუმცა მინდა ვუთხრა, რომ მისი რუტინული შრომა, იდეა, სურვილი(რომელიც ხანდახან ირეალური გვეჩვენებოდა), და სიყვარული უკვალოდ არ გამქრალა, პირიქით, გაიზარდა, გალაღდა და ნაყოფიც გამოიღო. მოკლედ გილოცავ ბატონო ავთო, იმიერში, გაიხაროს თქვენმა სულმა ამ წარმატებით! აქვე უნდა ავღნიშნო ბატონი დურმიშხან ჩხაიძის დამსახურება, რომელმაც “რკინის ქალამანი” ჩაიცვა და არავის არ დააჩაგვრინა გოგონები. შვილებივით პატრონობდა და აი თურმე რამხელა გამარჯვებისთვის ამზადებდა. გილოცავთ ბატონო დურუ, ზუსტად ვიცი ახლა რამხელა სიამაყეს და სიხარულს განიცდით! და ბოლოს(თავშიც და ბოლოშიც თქვენ ხართ) გილოცავთ გოგონებო, თქვენს ახალგაზრდა მწვრთნელთან ერთად ბევრი სიხარული მოგეტანოთ ჩვენი ქვეყნისთვის! თქვენ გურული ქალების ღირსეული გამგრძელებლები ხართ, რომლებმაც ხმის უფლებაც მოიპოვეს, ცხენზეც ჯირითობდნენ და ახლა ფეხბურთშიც გვასახელეთ! “
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 88
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 79
    კობიაშვილი: წინა ხელისუფლებამ რაც გლდანს გაუკეთა, ააშენა ციხე და გაავსო ჩვენი მოქალაქეებითწინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა – ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით, – ამის შესახებ გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი აცხადებს. „ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გუნდს. გუნდმა, რომელმაც მეორედ გამომიცხადა ნდობა და დამასახელა გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობას ვგრძნობდი…
    Tags: და
  • 67
    სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს უკეთესი მომავალი საქართველოს შემადგენლობაში ექნებათ- აშშ-ის ელჩი ეუთოშისამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა. ეს განცხადება ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდმარეების მიმართვის საპასუხოდ განაცხადა. ეუთოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადების საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. “2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო…
    Tags: და
  • 65
    "ძალიან გაგვიჭირდება, ყველაფერი მთავრობის ბრალია" - გურულები ფასების მატებასა და გაქცეულ ლარზელარის კურსისა და ეკონომიკის ვარდნას, ბოლო პერიოდში ქვეყანაში უფრო მეტად გაღარიბებული მოსახლეობა და კიდევ უფრო მეტი უიმედობა მოჰყვა. ზეთი, შაქარი, ფქვილი, მედიკამენტები, თითქმის, არ არსებობს არც ერთი პროდუქტი და სამკურნალო საშუალება, რაზეც ფასები არ გაზრდილიყოს. ისედაც ღარიბ და ტოტალური უმუშევრობის ქვეყანაში კი, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სიღარიბიდან, უკვე, სიღატაკის ზღვარს უახლოვდება.…
    Tags: და