დღეს საქართველოში არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში იმართება

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით, 17 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება.

იმ ოლქებში, სადაც პირველ ტურშივე გამოვლინდა გამარჯვებული, ყველა “ქართული ოცნების” წარმომადგენელია. დარჩენილი 17  ოლქიდან მხოლოდ ერთში, გლდანში ლიდერობდა ოპოზიცია.

 

მეორე ტური იმართება

 

თელავიახმეტაყვარელი და ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი (ქართული ოცნება); გიორგი ბოტკოველი (ნაციონალური მოძრაობა);

რუსთავი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილი – ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება); დავით კირკიტაძე (ნაციონალური მოძრაობა);

ხაშურიქარელივარიანინიქოზიტირძნისისკრისაშინდისი – ზაალ დუგლაძე (ქართული ოცნება); ნატო ჩხეიძე (ძალა ერთობაშია);

ტყიბულითერჯოლაზესტაფონი და ბაღდათი – ბეჟან წაქაძე (ქართული ოცნება); კახა გეწაძე (ძალა ერთობაშია);

ქუთაისი – ზაზა ლომინაძე (ქართული ოცნება); გრიგოლ ვაშაძე (ნაციონალური მოძრაობა);

ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება); მალხაზ ჯალაღონია (ძალა ერთობაშია);

ბათუმი – რესან კონცელიძე (ქართული ოცნება); ლევან ვარშალომიძე (ნაციონალური მოძრაობა);

ხელვაჩაურიქედაშუახევი და ხულო – ანზორ ბოლქვაძე (ქართული ოცნება); მიშა ბოლქვაძე (ძალა ერთობაშია).

 

ასევე მეორე ტური იმართება თბილისის 8-ვე ოლქშიამ ოლქებში ხმები ასე გადანაწილდა:

 

მთაწმინდაკრწანისი – ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება); შალვა შავგულიძე (ევროპული საქართველო);

ვაკე – ნოდარ ტურძელაძე (ქართული ოცნება); ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო);

ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება); შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია);

გლდანი – ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა); ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება);

სამგორი – სოზარ სუბარი (ქართული ოცნება); ლევან ხაბეიშვილი (ნაციონალური მოძრაობა);

ისანი – კახა კახიშვილი (ქართული ოცნება); ხატია დეკანოიძე (ნაციონალური მოძრაობა);

დიდუბეჩუღურეთი – გია ვოლსკი (ქართული ოცნება); ზურა ჯაფარიძე (გირჩი);

საბურთალო – დავით სერგეენკო (ქართული ოცნება); ალექსანდრე ელისაშვილი (მოქალაქეები);

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით პარლამენტში 9 პარტია შედის, “ქართული ოცნება” უმრავლესობით.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდებს არ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები