წუხელ, გვიან ღამით, ჩოხატაურში, ქვის სატეხ საამქროში უბედური შემთხვევა მოხდა. სამუშაო პროცესის დროს, 33 წლის ახალგაზრდა დაშავა, რომელიც საავადმყოფოში შეყვანიდან მალე გარდაიცვალა:
“მუცლის ღრუს მძიმე დაზიანებით შემოიყვანეს, ძლიერი სისხლდენით. 2 ოპერაცია ჩატარდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა” – გვითხრა კლინიკა მედალფას კლინიკურმა მენეჯერმა ვახტანგ გაჩეჩილაძემ.
როგორც გურიის მოამბემ გაარკვია, ახალგაზრდა დანადგარს წმენდდა, რა დროსაც აპარატურა ჩაირთო და სწორედ ამ დროს მიიღო დაზიანებები.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით და საგამოძიებო მოქმედებები ქვის სატეხ საამქროში ამ წუთებში მიმდინარებს. სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი რამ გამოიწვია 33 წლის ახალგაზრდის დაღუპვა, რომელიც სოფელ გოგოლესუბნის მცხოვრები იყო.