I ისტორია
.
“ნიკოლოზა ყანის მუშა კაძახი იყო. ჩევიდა ყანაში, შეხედა მის თოხს, დაზომა და თოხი ერთი ტკაველა იყო. მერე ყანას შეხედა და თქვა: ამ ერთი ტკაველა თოხით ამხელა ყანა ვუნდა გავთოხნო და იგიც ჩემი არ იყოსო. ყანის გაზომვა ტკაველით არ შეიძლებოდა. რაფერ დავარჩინო ცოლ შვილიო, მაინც აფერი გამუავო. რეთი თოხი უნდა დავარტყა ამხელა ყანაში, რომ ცოლშვილი დავარჩინოვო. მეიქნია ყანაში თოხი, წევიდა მაშვინ, გადიკიდა თოფი და გაფირალდა. მეხუზლა მაგარი ფირალი იყო. ტყვიას ტყვიაში აჯენდა.”
.
II ისტორია
.
“მამასახლისად ნამყოფი იყო ერთი. ერთი მამასახლისობიდან გაგდებული იყო და ადგილზე დაბრუნება უნდოდა. იფიქრა, ახლა ვისახელეფ თავს, ჩინს მომცემენო. მივარდა მეხუზლასთან თოფით და დაუძახა: – ბაწრით შეგკრავო, სოფლის კაცმა მომცილდით, ჯარმა მეჩხუბოსო – დეიძახა მეხუზლამ. თავს ნუ შემომაწყვეტთ, არ მინდა თქვენი სიკტილიო. არ დიეთხოა, მაშვინ ესროლა მეხუზლამ და ჩააწვინა იქინე. მიორე თოფით შაფაქიძე მოკლა. იგიც სოფლის კაცი იყო, მარა ჩინი უნდოდა და არ დიეთხოვა მეხუზლას.
.
მეხუზლამ გააკეთა ჯოხზე კაბალახი და იძახის: მუუშვით
ჯარისკაცები და სტრაჟნიკებიო. აგინს კაბალახი მეხუზლას ეხურა ეგონათ. დუუშინეს და დუუშინეს კაბალახ,ს თოფები. მეხუზლა იჟდა საფარში და იცინოდა, თან იგინებოდა. ჯერ გამეისვამდა პირში ტყვიას და მერე ჩადობდა თოფში. პირში ტყვია იწამლებოდა და რასაც ესროდა ამ მოწამლულ ტყვიას, აწვენდა იქინე. ჯარისკაცს მექვაბიშვილს კლავი მოსტეხა. მექვაბიშვილი ახლაც ცოცხალია. მექვაბიშვილი „ახოტნი კამანდის” ჯარისკაცი იყო.
.
„ახოტნი კამანდის“ აფიცერი ნესტორ გარდაფხაძე იყო და წამეიყვანა მან მისი რაზმი. დილიდან შვადღემდი გასტანა სროლამ. მერე მოკლეს გარდაფხაძე, პირველად მივარდა და სილაღი აართვა. მეხუზლას წვერი ჰქონდა, ჩაქურა ეცვა. რომ მოკლეს ორმოცი წლის იქნებოდა, დაახლოებით რომ ვთქვათ.”
.
მთქმელი კ. ცისკარიძე. სოფ. წითელმთა (მახარაძის რ.). ჩამწერი ანტ. ხინთიბიძე. ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება 1967
.
ფოტო – ნიკოლოზ მეხუზლა (მარცხნივ) სისონა დარჩიასთან ერთად
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა