“ბატონების” რიტუალებს, მცხეთურ ღვეზელს და აპოხტის ხინკალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა – ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის 30 დეკემბერს გამოსცა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა და წერს:
”მცხეთური ღვეძლების,ლობიანების და საცივის და ა.შ არამატერიალურ კულტურის ძეგლად გამოცხადება სულაც არაა საღლიცინო თემა.
ეს წმინდაწყლის საბჭოთა პროპაგანდის და ნარატივის გაცოცხლებაა, რომ ქართველებს რად გვინდა სახელმწიფო ან სად გვქონდა ოდესმე.
ჩვენ მხოლოდ კარგად ვცეკვავდით, ვმღეროდით და სამზარეულო გვივარგოდა მხოლოდ.
რუსულმა ოცნებამ ზუსტად ეს გააგრძელა და გააცოცლა ამ ნაბიჯით. ასე რომ ზოგიერთებს ღვეძელი და პერაშკი საღლიცინო რომ გგონიათ,სინამდვილეში პოლიტიკური იარაღია მტრის ხელში!” – წერს ასკურავა.