ოზურეგთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
”ის ფოტო ვისაც გახსოვთ, ორი სახეზე ცოცხაფარებული ქოცი რომ დგას გზის პირას.. ეგ კადრი ნათელი გამოხატულებაა, თუ როგორ გამოიყურება ტიპური “ქოცი” მთელი თავისი შინაარსით.. ყველაფერზე რომ შეუძლიათ წავიდნენ ფულის გამო და აი ასე, ცოცხებით ირბინონ ქუჩაში, მერე დარცხვენილები კამერებთან სახეზე მათივე სიმბოლოს რომ იფარებენ..თუმცა, ამათზე უფრო საშინელი სანახავი ის ფარული ქოცებია, ამ ცოცხების ნაცვლად სხვადასხვა ლეგალიები, სტატუსები და სახელები რომ აქვთ აფარებული ნიღბად და ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნას უხანგრძლივებენ..
გუშინ ერთი გზააბნეული ქოცის ხილვა მომიწია, ხელისუფლებაში მისი მთავრობაა, მაგრამ მაინც ჩვენი რომ შურს და ეშინია, ხოდა სიმწრის ნიშნისმოგებით მეკითხება:
-იცი რატომ ოცნება?
-რატომ მეთქი? -ჩამეღიმა ამის საცოდაობით.
-იმიტომ, რომ “ჟიზნ ვარამო” ..
14 წლის შვილი ახლდა.. ვასწავლი ამასაცო, ქურდულად როგორ იცხოვროსო და ვნახოთ, იმედია “შეიწოვსო”… პლანსაც აბოლებს ქუჩაში შვილთან ერთად..
არა და იცით როგორი ნიჭიერი და კარგი ბავშვია?…
ეს ერთი მაგალითია და, სამწუხაროდ, უმძიმესი რეალობა , თუ როგორ ღუპავს, კლავს ჩვენი შვილების მომავალს ეს რუსული ოცნება. ამათ არ უნდათ განათლებული თაობა – ,,არ აწყობთ “.. ამათ არ უნდათ ფხიზელი გონების ადამიანები – ნარკოტიკებით, მეტადონით გაბრუებული ადვილად სამართავი ბრბო ურჩევნიათ ..მე არ მინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება, არ მინდა ჩემი და თქვენი შვილები ასეთ ქვეყანაში გაიზარდნონ, არც ის მინდა, სხვა ქვეყანაში გავექცე ამ ყველაფერს, სხვებს შევატოვო ჩემი წილი საბრძოლო და ამიტომ ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
ხოდა ამ ყველაფრის ფონზე საიდან შეიძლება დაგრჩეს დრო ტალახების სასროლად, რა შურმა და ბოღმამ შეიძლება გძლიოს, რა სკამმა, რა ფულმა.. არ ვიცი, ვერც ვერასდროს გავიგებ.. უბრალოდ, გულწრფელად, ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ ისტორიის ძალიან სწორ მხარეს ვდგავარ ყველაზე გულწრფელ, ნამდვილ, მშრომელ პატრიოტებთან ერთად.. ვიცი ,ძალიან ძნელია, როცა ცამდე მართალი ხარ და ვიღაცები, არ აქვს მნიშვნელობა ,ვინ, დაუმსახურებლად, გამიზნულად თუ გაუმიზნავად, განზრახ თუ ვიღაცასთან ანგარიშ-ვალდებულების გამო გესვრიან ტალახს და შენ ამას რომ არ უპასუხებ, მაშინ ხარ ყველაზე ძლიერი და მეამაყებით თითოეული თქვენგანი, იცოდეთ, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და ყოველთვის ყველაფერს ერქმევა თავისი სახელი..ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ იმ კანდიდატთან ერთად, რომელიც ბრძოლას კი არა, ომს მოიგებს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ყველას გელოდებით- ერთობით არის ბრძოლები მოსაგები, ჰო..არაუშავს..არ გვაქვს დრო შურის,ბოღმის, ვიწრო პირადული გარჩევებისთვის – ქვეყანა გვყავს გადასარჩენი!” წერს ნიკოლაშვილი.