ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის სახელმწიფო თეატრმა რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, წლის საუკეთესო ნამუშევრებისა და სახელობითი პრემიების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, სადაც მიღებული ჯილდოების რაოდენობის თვალსაზრისით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ბენეფისი შედგა.
(ა) იპ-შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემიის – “თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრები” – დან ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს გამარჯვება შემდეგ ნომინაციებში ერგო:
• თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული როლებისთვის სპექტაკლებში: ,,3+3”(რეჟ.ვანო ხუციშვილი); ,,ცის კარი”(რეჟ.ელენე მაცხონაშვილი) და ,,გურიის დედოფალი” (რეჟ.გოჩა კაპანაძე) მსახიობი თამარ მდინარაძე დაჯილდოვდა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიით;
• სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი მეორედ გახდა ციცი ბუცხრიკიძე- დ. თავაძის,, დედაომი” რეჟ. საბა ასლამაზიშვილი;
• თეატრალური სეზონის საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევარი – რეჟისორ ნიკა საბაშვილის სპექტაკლი “რესპუბლიკა გურია”გახდა;
• თეატრალური სეზონის საუკეთესო რეცენზია-ნაშრომი გახდა მაკა ვასაძის რეცენზია ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლზე დ. თავაძის “დედაომი”, რეჟ. საბა ასლამაზიშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share