რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველოს საზღვართან უკრაინელი ჯაშუში დააკავა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დსთ-ს წევრი ერთ-ერთი სახელმწიფოს 28 წლის მოქალაქე რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავების შემდეგ „მამაკაცმა მობილურ მოწყობილობაში შენახული, Telegram მესენჯერში არსებული მიმოწერა წარმოადგინა, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ ის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის ადგილმდებარეობის შესახებ ფოტოებს და ვიდეოებს უკრაინულ მხარეს საკონტაქტო პირს აწვდიდა.

ცნობაში მითითებული არ არის, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული. ასევე არ არის ცნობილი, რა მიმართულებით გადაკვეთა მან „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share