ეკონომიკის ექსპრეტი, დემურ გიორხელიძე სოციალური ქსელის მეშვეობით, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტს უბრალო კითხვა მინდა დავუსვა (როგორც მოქალაქეს, ამის უფლება მაქვს, მით უფრო, საქმის ინტერესის გარდა სხვა არაფერი მამაოძრავებს):
ამ კლანურ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ვიწრო ჯგუფების ინტერესებს ემსახურება, რატომ უშვებთ, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან
თითქმის 300 მლნ ლარი ,სიაბანდი ყალბი და ისეთივე პარაზიტი ცნობილი არასამთავრობოების მსგავსი სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი არასამთავრობოების ხელშია:
ეს ფერმერთა ასოციაციაო, ის მეცხოველეობაო,
ეს მცირე აგრობიზნესიო, აგერ კიდევ ქართული ჩაის
აღორძინების პროგრამაო ( და იმას ჩააბარეს, ვინც საბოლოოდ ბოლო მოუღო ქართულ ჩაის) და ა.შ. და
ა.შ.
ამატ საერთო “უფროსი” კურატორი ჰყავთ, ყველაფერი მის ხელში, – აშშ-ს ელჩთანაც გაჭრილია “კანალი”…
მოკლედ, მოდის გრანტები, ბიუჯეტიდან პროგრამები
და შ ე დ ე გ ი:
უვარგისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია!
80% აგრარული პროდუქციისა იმპორტირებულია,
ათიათასობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწებისა
დაუმუშავებელია;
ხალხი გერმანიაში და სხვაგან თქვენი “გახსნილი” გზით
გარბის გროშების გამოსამუშავებლად,
ვინც მუშაობს, მოსავალი ულპება და ამდენი წელია.
ის ვერ მოიფიქრეთ, გადამამაუშავებელი საქარმოების ქსელი შექმნათ! და ა.შ. და ა.შ.
ვითარდება არა საქართველოს ეკონომიკა?!
ახალგაზრდა კაცი ხართ!
პრემიერობით ხომ არ დაასრულებთ ცხოვრებას, – წინ ათეული წლები გაქვთ!
რისთვის აკეთებთ ამ სიყალბეებს?“ – წერს დემურ გიორხელიძე.