რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთის უკრაინაში დამარცხებამ შეიძლება ბირთვული ომი გამოიწვიოს.
მედვედევმა ამის შესახებ, NATO-ს და მისი პარტიორი სახელმწიფოების შეხვედრის წინ დაწერა, სადაც უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარება უნდა იყოს განხილული.
“ბირთვული ძალის დამარცხებამ კონვენციურ ომში შესაძლოა ბირთვული ომის პროვოცირება გამოიწვიოს. […] ბირთვული ძალები არ აგებენ მსხვილ კონფლიქტებს, რომლებზეც მათი ბედია დამოკიდებული. ეს აშკარა უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის დასავლელი პოლიტიკოსისთვისაც, რომელსაც ჭკუის ნატამალი მაინც აქვს შენარჩუნებული”. – წერს მედვედევი Telegram-ზე.