სურების წმინდა გიორგი „ლომის-კარელი“

„გურიაში თავის განსაკუთრებული ძალით ცნობილია წმინდა გიორგის ხატი „ლომის-კარელი“, რომელიც დასვენებულია იმავე დასახელების ეკლესიაში სურების საზოგადოებაში“ წერდა ტარასი მამალაძე თავის ეთნოგრაფულ ჩანაწერებში.
.
ამავე ინფორმაციით ხატის წინაშე დაზარალებულები „ბრალს“ უყენებდნენ ანუ „ხატზე გადასცემდნენ“ დამნაშავეებს და თუკი ვინმეს ბრალი ჰქონდა ხატი სჯიდა მას და მის შთამომავლობას. ლომის-კარელი წარმოადგენდა ჯვარს, მისი სიმაღლე ერთი არშინი, ხოლო სიგანე ორი მკლავი გახლდათ და მთლიანად ვერცხლით ყოფილა მოჭედილი. გრიგოლ ურატაძის მიხედვით ლომის-კარელის ხატი ლომისის უძველესი ეკელსიიდან ყოფილა ჩამოტანილი.
.
1903 წელს „გურიის მოძრაობის“ აღმავლობა იწყება, გურიის სოფლებში ტარდება დიდი მიტინგები და შეკრბები, ეწყობა სააგიტაციო შეხვედრები. ოზურგეთის მაზრის ადმინისტრაციამ მოსალოდნელი საფრთხის გასანეიტრალებლად შეხვედრების მოთავეების დაპატიმრება გადაწყვიტა და ვინაიდან ხალხი მალავდა აგიტატორებს ლომის-კარელის ხატის გამოყენება გადაწყვიტეს რევოლუცინერი თენგიზ ჟღენტი წერს – „მაზრის უფროს ჯაფარიძეს ურჩიეს ხალხისათვის ფიცი მიეღებინა სოფ. სურების ეკლესიაში, მთელს გურიაში თავისი „სიძლიერი“ და „სასწაულმოქმედებით“ განთქმულ ხატზე „ლომის-კარელზე“. ასეთი რჩევა მაზრის უფროსს მისცა მაზრის ბლაღოჩინმა ნიკო რამიშვილმა, რადაგანაც ხალხი ლომისკარელზე დაფიცების შემდეგ ტყუილს ვერ იტყოდა, სოციალ-დემოკრატი გრიგოლ ურატაძე წერდა – „მთელ გურიაში დადიოდა ფრაზა – ლომის კარელმა მაიძულა მეყვირა“.
.
ადმინისტრაციამ ხატზე დაფიცებით ძალიან ბევრი ადამიანი გამოტეხა და რევოლუციოენები დააპატიმრეს – „ამრიგად ძლიერი ლომიკარელი შეიქმნა პოლიციის აგენტი.“ ეს სიტყვები ეკუთვნის რევოლუციონერ თენგიზ ღღენტს, რომელიც აქვე უთითებს, რომ ამ ხატის გამო მან და მისმა მეგობრებმა ქუთაისის ციხეში ამოყვეს თავი.
.
ვინაიდან ხატის ძალა ძალიან დიდი იყო, მასზე დაფიცებისას ხალხი ტყულს ვერ ამბობდა, რადგანაც დარწმუნებული იყვნენ, რომ ტყუილის თქმის შემდეგ ჭკუიდან შეიშლებოდნენ. ხალხის გამოსატეხად მაზრის ადმინისტრაციამ ხატის გამოყენება გააგრძელა და სხვა რევოლუციონერებიც დააპატიმრეს.
.
როგორც ჟღენტი აღნიშნავს ამის შემდეგ ლომის-კარელის ხატი რევოლუცინერებმა „პოლიციის აგენტად“ მიიჩნიეს და კომიტეტმა მას „კონფისკაცია“ მიუსაჯა – „კომიტეტში დაისვა საკითხი ხატის თავიდან მოშორების შესახებ. დაინიშნა ტერორისტთა ჯგუფი, რომელსაც ეკლესიიდან უნდა გამოეტანა ხატი“ (თ. ჟ).
.
ტერორისტები ეწოდებოდა გურიის კომიტეტის განსაკუთრებული დავალებების შემსრულებელ ასეულს, რომელშიც ყველაზე თავზეხელაღებული მებრძოლები იყვნენ, თუმცა მათ დავალების შესრულება ვერ შესძლეს – „ხატის მოსაპარავათ მოსული ტერორისტებს ხატის ძლიერების შეეშინდათ და ნაცვლად იმისა, რომ წამოეღოთ – სანთელი დაუნთეს. პირჯვარი გადაიწერეს და უკან გამოსწიეს.“ (თ. ჟ.). ამის შემდეგ მეორედ სცადეს ხატის კონფისკაცია, რაც აღასრულეს კიდეც. ხალხს სჯეროდა, რომ ლომისკარელი თავისით მოფრინდებოდა სურების ლომისკარელის ეკლესიაში.
.
ლომისკარელის ხატზე თავის მემუარებში წერს სოციალ-დემოკრატი გრიგოლ ურატაძე – „როგორც კი ეს გახდა ცნობილი კომიტეტი შეიკრიბა, კომიტეტი არ იყო დარწმუნებული, იმაში, რომ ლომის-კარელზე დაფიცებით შეიძლებოდა ვინმეს გაცემა. ამიტომ უნდა მიღებულიყო უსაფრთხოების ზომები. მაგრამ როგორი? ჩვენ გლეხებთან ვმუშაობდით და თავიდანვე ვიყავით შეთანხმებული არ შევხებოდით რელიგიურ გრძნობებს, პირიქით ვამბობდით რომ რელიგია კერძო საქმე იყო და სრულიად თავისუფალი უნდა ყოფილიყო და მის საქმიანობაში არავინ არ უნდა ჩარეულიყო“.
.
აქვე – „ამიტომ კომიტეტმა გაითვალისწინა ჩემი წინადადება და მიიღო გადაწყვეტილება: ლომის-კარელი საიდუმლოდ გადაეტანა, რომელიმე სხვა ეკლესიაში. სიტუაციის დამშვიდების შემდეგ კი ლომიკარელი დაებრუნებინა თავის ეკლესიაში, ამ საკითხის მოგვარება მე დამევალა. ამ მიზნით მოვალაპარაკე ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელს, რომელიც დამთანხმდა ლომისკარელის მის ეკელესიაში გადატანაზე.“
.
აქვე – „მე შევარჩიე სამი მამაცი ამხანაგი და დავავალე მათ მოეყვანათ სისრულეში გადაწყვეტილება. გაგზავნილები ხატის გარეშე დაბრუნდნენ. ისინი შესულან ეკლესიაში, მაგრამ ვერ გაბედეს ხატთან მიახლოება, გულწფელად აღიარეს, რომ შეეშინდათ – „ისე ბრწყინავდა, რომ მოგვეჩვენა ჩვენთვის დაყვირებას აპირებდა. რაც მთავარია ისე გაბრაზებული გვიყურებდა, რომ გადავწყვიტეთ ეკლესიიდან გამოსვლა და სახლში წასვლა““ აქვე – „იძულებული გავხდით გაგვეშვა სხვები და ხატი მიტანილი იქნა დანიშნულების ადგილზე“ (გ. უ.).
.
ურატაძის მიხედვით, როდესაც ეკლესიის კარი გააღეს და ლომისკარელის ხატი არ დახვდათ დიდი ამბავი და ხატის ძებნა ამტყდარა, პოლიციას 1000 მანეთი დაიწესებია ვინც რაიმე ცნობას მიაწვდიდათ ხატის შესახებ. შემდეგი კი ახალი ლეგენდა შექმნილა, რომლის მიხედვით ლომის-კარელმა გურია დატოვა და სხვა მხარეში გადავიდა, რადგანაც გურიას უღმერთოები დაპატრონებოდნენ.
.
როგორც თენგიზ ჟღენტის ისე გრიგოლ ურატაძის მემუარებში ლომის-კარელის შემდგომ ბედზე არაფერი აღარ წერია, თუმცა ხატის შემდგომი ისტორია თავის ერთერთ წერილში აღწერილი აქვს მერაბ კოსტავას: „გურიაში, სოფელ ციხეში არსებული ერისთავების ეკლესიიდან კომკავშირელებმა გამოიტანეს სასწაულმოქმედი ხატი „ლომისკარელი“ და რაიონის ცენტრში, ჩოხატაურში წაასვენეს, სადაც იგი რევოლვერით დაცხრილა აგიტატორმა, შემდგომში ცეკას წევრმა თენგიზ ჟღენტმა, რომელმაც სულ მალე იმავე რევოლვერით მოიკლა თავი. ასევე მოიკლა თავი ხატების შეურაცხმყოფელმა კომუნისტმა ალექსანდრე გეგეჭკორმა“.
.
როგორც მერაბ კოსტავას წერილიდან ჩანს ურატაძის მიერ მითითებული ეკლესია სადაც ხატი დამალეს მდებარეობდა სოფელ ციხეში (ბუკისციხე). თენგიზ ჟღენტს კი მისი დაპატიმრებისათვის ხატზე შური უძიებია, გამოუტანია ეკლესიიდან, ჩოხატაურში ჩაუტანია და სახალხოდ დაუხვრეტია.
.
როგორც ზემოთ აღვნიშნე ურატაძის მიხედვით “ლომის-კარელის” ხატი გურიაში ლომისის ეკლესიიდან იყო ჩამოტანილი. ლომისთან კავშირზე გურიაში კიდევ ერთი – ძიმითის წმინდა გიორგის ეკლესიის ხატი მიუთითებს, კერძოდ ზურაბ კინაძე აღნიშნავს – „ძიმითის წმინდა გიორგის ხატის კუბოს ამშვენებს წარწერა, საიდანაც მოგვესმის მთიულური სადიდებლის სიტყვები: «ქ. ეჰა, შენ დიდო მხნეო მხედარო და ღვაწლით შემოსილო და ხვარასანთ ტყვეთა მხსნელო, სასწაულთ მოქმედო ახოვანო და წმიდაო მოწამეო გიორგი…»“
.
ზ. კიკნაძის აზრით კავშირი უნდა იყოს ძიმითის წმინდა გიორგის ეკლესიასა და ლომისის წმინდა გიორგის საყმოს შორის – „სახელგანთქმულმა ლომისის წმიდა გიორგის ხატმა, რომლის ღვაწლი ამგვარად იხსენიება სადიდებლებში: «გაუმარჯოს ლომისას, ხორასანთ ტყვეთა დამხსნელსა».
.
“ლომისის წმიდა გიორგის ხორასნულ ღვაწლს ჰქონდა ტენდენცია შესულიყო მთავარმოწამის “საერთოქართულ” ცხოვრებაში, როგორც ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი. რა უშუალო კავშირი უნდა არსებულიყო წარსულში ლომისის წმიდა გიორგის საყმოსა და ძიმითის (გურია) წმიდა გიორგის ეკლესიას შორის, რომ გვევარაუდა ამ მითოლოგემის გადასვლა მთიულეთიდან გურიაში.” (კიკნაძე).
.
წყარო:
– СМОМПК – 1893 г. Тарас Мамаладзе;
– თენგიზ ჟღენტი – გურია 1905 წელი (1927 წელი);
– Григорй Уратадзе – Воспоминания грузинского социал-демократа (1968);
– მერაბ კოსტავა „მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობა საქართველოში“ არტანუჯი -1994, № 2-3;
– ზურაბ კინაძეს (ქართული მითოლოგია – ჯვარი და საყმო 1996)
.
ფოტოზე ლომისკარელის ეკლესიის შენობა – გასაბჭოების შემდგომ დაშალეს და სხვა ადგილზე სოფლის ცენტრში გადაიტანეს და ააწყვეს, შენობას კლუბის დანიშნულებით იყენებდნენ (შენობის იერსახე შენარჩუნებულია).
შეიძლება იყოს ხე and შენობის გარეთ გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share