ხულოში, სოფელ წაბლანაში 5-სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა. ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელები” ავრცელებს.
„ხანძრის სავარაუდო მიზეზი სახლის ძველი ელექტროგაყვანილობაა“ – აცხადებს მერის წარმომადგენელი სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაიწვა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
ხუთსულიანი ოჯახი, რომლის 2 წევრი ბავშვია, სოფლის ერთ-ერთ ცარიელ სახლში გადაიყვანეს დროებით საცხოვრებლად.