„კი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ეშმაკიც დაცემული ანგელოზია. ასეთი რამ, შეიძლება ვინმეს დაემართოს. ფაქტია, რომ მან აირჩია არასწორი გზა და თავისი კარიერის არასწორი მიმართულება საბოლოო ჯამში. მას ჰქონდა დადებითი მხარეები და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ამჯობინა სწორედ ნაკლოვანებების მხრივ წასვლა. არ შეიძლება გაილანძღოს გუნდი, რომელშიც შეიძლება უკეთური პოლიტიკოსი მსახურობდა ოდესღაც, მაგრამ ის მოიკვეთა ან თვითონ წავიდა, ვერ იპოვა ამ გუნდში თავისი ადგილი, არ შეიძლება გუნდი ილანძღებოდეს ამ ადამიანის გამო.- თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ყოფილ თანაგუნდელსა და პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელზე, გიორგი გახარიაზე, რომელმაც თავის მხრივ მანამდე “ოცნება” და ივანიშვილი გააკრიტიკა.