ოზურგეთის საკრებულოს სხდომა განახლების შემდეგაც დაპირისპირების, ხმაურისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე გაგრძელდა.
მას შემდეგ რაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები საკრებულოს განსახილველ თემას – საკრებულოს საჯარო პირებისთვის ხელფასების მატების განხილვას აპროტესტებდნენ, ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლები “ქართული ოცნების” აქტივისტების დაპირისპირების ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც, ადგილზე შემოვიდნენ ჯერ დაცვის, შემდეგ კი ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლები და ცდილობდნენ ოპოზიციონერი დეპუტატების დაკავებას, რასაც შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
საბოლოო ჯამში , პოლიციელებმა საკრებულოს დარბაზი ისე დატოვეს, რომ ამჯერად ვერ შეძლეს ვერცერთი დეპუტატის დაკავება, რადგან ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პოლიციელებს ორგანიზებული წინააღმდეგობა გაუწიეს.
მიუხედავად “ქართული ოცნების” მოწოდებებისა, რომ დაეკავებინათ და გადაეყვანათ პოლიციაში მათი ოპონენტები, პოლიციამ ეს ვერ შეძლო.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ხელისუფლებას მხოლოდ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, რაც შეიძლება გაიზარდონ ხელფასები და მიითვისონ თანხები ბიუჯეტიდან, ხოლო ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი სწორედ ამას ეხმსახურება.
ამჯერად საკრებულოს სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.