ათამდე პოლიციელი, მათ შორის, ოზურგეთის დაცვის პოლიციისა და შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის კრიმინალური განყოფილების თანამშრომლები შეიჭრნენ დღეს ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს სხდომაზე, მთავარი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატთა ნაწილის დაკავების მიზნით.
პოლიციელები მედიასთან მედიასთან საუბარში არ აკონკრეტებდმემ თუ რის საფუძველზე მოხდა საკრებულოში შეჭრა, ზარი 112 ზე შევიდა თუ მათ ვინმესგან კონკრეტული დავალება მიიღეს.
პოლიციელთა შეჭრა მას შემდეგ მოხდა, როცა ოპოზიციამ სხდომაზე მერიის მაღალჩინოსნებისათვის ხელფასების მატება გააპროტესტა.
შეჭრას წინ უძღოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის, ოზურგეთის საკრებულოში, დავით მჟავანაძის გამოსვლა, ამ უკანასკნელს სიტყვის თქმა უმრავლესობის წევრებმა, მარიკა ჩხიკვიშვილმა და ქეთი ხომერიკმა არ აცალეს, მას ადგილზე მიუვარდნენ, რასაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეხლა შემოხლა მოჰყვა, მჟავანაძემ შველისათვის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა,თუმცა ამ დროს სხდომაზე პოლიცია შემოიჭრა და როგორც მჟავანაძის, ასევე რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის დაკავება სცადა, მათ შორის ბესო ქათამაძის.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად უმრავლესობის წარმომადგენლების მცდელობისა, პოლიციამ ოპოზიციონერების დაკავება ვერ შეძლო, ამ უკანასკნელებმა თავი ორგანიზებულად დაიცვეს და პოლიციელების მათი საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან “გათრევის” და დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს, რამდენიმე წუთიანი შეხლა შემოხლის შემდეგ პოლიცია საკრებულოს სხდომიდან გაიპარა.
ცნობისათვის: ეს პირველი შემთხევვა არ არის როცა ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე პოლიცია იჭრება. რამდენიმე თვის წინ პოლიციელებმა სხდომაზე დეპუტატები დავით მჟავანაძე და შალვა თავდიშვილი დააკავეს.
თავდიშვილი მალევე გაანთავიოსუფლეს, მჟავანაძე კი ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და დაუ,მორჩილებლობის მუხლით ბრალი წაუყენეს.
მოგვიანებით ოზურგეთის სასამართლომ მჟავანაძე გაამართლა, თუმცა პოლიციელებს პასუხი მომხდარზე არ უგიათ.
ოზურგეთის საკრებულოს სხდომა, სადაც 9 საკითხი, მათ შორის ადგილობრივ მოხელეთა ხელფასების მატება, უნდა განხილულიყჰო “ქართული ოცნების” აქტივისტის, ქეთი ხომერიკის პერფორმანსით გაიხსნა.
მან “ნაციონალებს” სათამაშო ტანკები და სამხედრო ატრიბუტიკა “მიართვა” შეძახილით “არ გეღირსებათ მეორე ფრონტი”.