საქართველოში დროებით მყოფი ირანისა და რუსეთის მოქალაქეები ამაღამ ერთობლივ აქციას გეგმავენ უკრაინის ომისა და მათ ქვეყნებში დიქტატურის წინააღმდეგ.
მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და საქართველოს პარლამენტთან გაგრძელდება.
ამასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს.
“ჩვენი ხალხები დაზარალდნენ გიჟური და საშიში დიქტატორებისგან, რომლებიც დღეს საფრთხეს უქმნიან ყველა მათ მეზობლებს და მთელ მსოფლიოს. დღეს პუტინი ატერორებს უკრაინის მოსახლეობას, ირანის რეჟიმი კი ამაში ეხმარება მას საბრძოლო მასალისა და თვითმფრინავების მიწოდებით. “- ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.