რუსეთის ელჩი აშშ-ში, ანატოლი ანტონოვი ამბობს, რომ მოსკოვის შეიარაღებული ძალები გაანადგურებენ აშშ-ის “აბრამსის” ტანკებს და ნატო-ს სხვა სამხედრო აღჭურვილობას, თუ ისინი უკრაინას მიეწოდება. მისივე თქმით, ამერიკა მუდმივად ზრდის დახმარების ზღვას მისი “მარიონტეული მთავრობისთვის”.
“თუ კიევისთვის M1 Abrams-ის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღება, ამერიკული ტანკები ყოველგვარი ეჭვის გარეშე განადგურდებიან, როგორც ნატოს სამხედრო ტექნიკის სხვა ნიმუშები”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს ტანკების მიწოდებას, შეუძლებელი იქნება ამგვარი ნაბიჯის გამართლება “თავდაცვითი იარაღის” არგუმენტების გამოყენებით.
“ეს იქნება კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია იმის შესახებ, თუ ვინ არის ნამდვილი აგრესორი მიმდინარე კონფლიქტი“, – განაცხადა ანტონოვმა.
აშშ-ის ოფიციალური პირები, აცხადებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს უკრაინაში დაახლოებით 30 ამერიკული წარმოების Abrams-ის ტანკის გაგზავნას.