თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს – კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დღეს ჟურნალისტები დაიბარა და ინტერვიუს დროს უთხრა რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თუმცა სახელმწიფო ტრადიციულად პასუხისმგებლობას მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეზე იხსნის და ხელს ისევ პაციენტისკენ იშვერს. მეტიც, ვივამედის კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა უნდა დაარწმუნონ – ექიმის დანიშნულებაზე უარი არ თქვას. თუმცა ზურაბ ჩხაიძეს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ პაციენტი სწორედ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ იღებს საკვებს. ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა დაადასტურა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი წონაში სწრაფად იკლებს. „დღეს დილით პაციენტი 69 კგ და 700 გრამს იწონიდა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ხვალ იქნება 68, ზეგ – 65“.
მთავარი არხი