ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი „ქართული ოცნების“ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე წერს.
“კინო “რუსთაველში” რომ ჟურნალი გადიოდა ვიდრე ფილმამდე, ისეთ ჟურნალად მოგვეჩვენება ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები მაშინ, როცა “ქართული ოცნების” შიდაპარტიული “რაზბორკები” დაიწყება!
რატომ დაიწყებაო… ეგ ხომ ერთი გუნდიაო! ირაკლას ხომ ირაკლა “ეუასებაო”, არ მითხრათ! შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია – ჩემი აზრით ძალზედ ცუდი პრემიერი, მაგრამ, პრემიერი… ამ “ოცნების” ლიდერი იყო არჩევნებში და მერე “სისხლიანი 9 წლის” ბანერებზე მოხვდა ვითარცა მიშას პარტნიორი!.. შეგახსენებთ, რომ მას ნარკომანობაშიც მიედავნენ!
საქმეც ისაა, რომ ერთი ირაკლა მეორე ირაკლაზე უარესი კია, ანუ, ორთავენი კი არიან შვილობილები ბიძინასი, მაგრამ, ორივეს ძალიანაც უნდა პარტიაში საბოლოო გამაგრება და არჩევნებში საკუთარი სტრატეგიით გამოსვლა! შეგახსენებთ იმასაც, რომ სლოგანი: “ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრე” “იმედმა” გამოიტანა და ირაკლა კობახიძე დასახა მემკვიდრედ! ანუ – ღარიბა “მოტეხა”… ვივარაუდებ იმასაც (ერთ ჭკვიან კაცთან მქონდა ამ თემაზე საუბარი გუშინ), რომ ამის გამო ღარიბაშვილი ფრიად გაბრაზებული უნდა იყოს და, რაც მთავარია, ხსენებული სლოგანის გამოტანას, “იმედი”, რა თქმა უნდა, ვერ გაბედავდა რომ არა თანხმობა ივანიშვილისგან!
ცხადია… ვიმეორებ… ცხადია! რომ ღარიბაშვილის ადვოკატობას არ ვაპირებ! ყოველგვარი “მაგრამის” გარეშე! აქვე ვიტყვი, რომ, რეალურად, ირაკლი კობახიძის გავლენები “უფრო ღია (ოცნებაზე ღია) პრორუსულ” “ხალხის ძალაზე” ძალიან სერიოზულია! რეალურად, იმ “ხალხის ძალის” პატრონი არის ივანიშვილი… თუმცა, კობახიძე-მდინარაძე-ზარქუა და ა.შ. მზად არიან (ემზადებიან) გადაბარგდნენ ამ პარტიაში საჭიროების შემთხვევაში, შექმნან საპარლამენტო უმრავლესობა!!! და ღიად თქვან ის, რაც “ოცნებას” ღიად!!! ჯერ არ გაუბედავს! ანუ ….ღიად თქვან, რომ საქართველომ გადაუხვია!
პირობითად სერგეენკო, ალბათ დარჩება “ოცნებაში”, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს!
მოკლედ, ნაწილობრივ მეც ვიზიარებ ვერსიას, რომ მზადდება (განიხილება) სახელმწიფო გადატრიალება! “ხალხის ძალის” გაძლიერება!.. ხაინდრავათა, დ.ლორთქიფანიძეთა და სხვათა ამ პარტიასთან მისვლა და კურსის ღიად შეცვლა!
არ გაუვათ! ამას მეც ვიყვირებ!
ღარიბაშვილისკენ კი, რა თქმა უნდა, არ ვარ! კობახიძემ რომც დაკორტნოს, მაინც!
კინო იწყება! “ , – აღნიშნავს ტაბლიაშვილი.