მთავარი ბროლა იწყება ახლა – მიშას და ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად – თათია ნიკოლაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, არჩევნების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილი გახდა.
ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბს ოზურგეთში საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი ხელმძღვანელობდა. არჩევმების შემდეგ, შემაჯამებელ პოსტს  ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
”ყველაფერი დაიწყო ასე – 9 ნოემბერს, როცა გარკვეული ნაწილი ადამიანებისა, გვეძახდა – პარტიზანებს, მოღალატეებს, პარტიის დამაზიანებლებს
 დღეს 30 იანვარია და აბსოლუტურად, უკლებლივ ყველა საუბრობს იმ უდიდეს დემოკრატიოლ კლასზე და პოლიტიკურ კულტურაზე, რაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აჩვენა, უზარმაზარი ინტერესი მთელი ქვეყნის მასშტაბით და უპრეცედენტო ჩართულობა არჩევნებში.
უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც შეიტანეთ წვლილი ამ პროცესში – 50 000 მადლობა ..უდიდესი მადლობა ადამიანებს, ვინც მხარი დაუჭირეთ ლევან ხაბეიშვილს, მადლობა, რომ ზოგჯერ წარმოქმნილ სისტემის ხარვეზებს არ ნებდებოდით, მადლობა და მეამაყება ჩვენი გუნდი, რომლებმაც ამდენი შრომა ჩადეთ ამ პროცესში.
შედეგი – გაძლიერებული, განახლებული, გამოცოცხლებული ენმ, ახალი თავმჯდომარით, რომელიც მოძრაობის, ბრძოლის, ერთიანობის, გაუტეხლობის, პრინციპულობის, უსამართლობასთან შეურიგებლობის, დაუღალავი შრომის სიმბოლო იქნება და ეს მუხტი ყველას გადაედება.
მთავარი ბროლა იწყება ახლა – მიშას და ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ” – წერს ნიკოლაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share