ლანცხუთის საკრებულოს დეპუტატი ”ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
”მიხეილ სააკაშვილმა იმხელა თამასა დატოვა ენმ-ში,რომ ვერც გრიგოლ ვაშაძე, ვერც ნიკა მელია და ვერც ლევან ხაბეიშვილი აწევს ამ თამასას ზემოთ.
ლევან ხაბეიშვილს არ აქვს მიშას კომპლექსი და მას ზუსტად აქვს გააზრებული, რომ სააკაშვილს ამ პარტიაში და ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება მისი ადგილი.
იგი დიდი ხნის განმავლობაში იქნება ფაქტორი, მიუხედავად იმისა, მოისურვებს თუ არა ქართულ პოლიტიკაში ჩართვას.
ახლა მთავარია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს, გააგრძელოს მკურნალობა საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში და აღარ დაემუქროს მის სიცოცხლეს საფრთხე.
ამ ბრძოლაში ძველიც, ახალიც, კმაყოფილიც და უკმაყოფილოც უნდა ვიყოთ ერთიანები.
ესაა მთავარი ახლა!” – წერს ასკურავა.