რადას დეპუტატმა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტნიორმა ლიზა იასკომ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდება ის ფიგურა, რომლის გარშემოც ხალხი გაერთიანდება.
იასკოს თმით, ხაბეიშვილი ასახავს ქართველი ხალხის აზრს.
„ვფიქრობ, ლევან ხაბეიშვილი ასახავს საქართველოს ხალხის აზრს, განსაკუთრებით ვინც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარებითაა შეწუხებული. ალბათ, ლევან ხაბეიშვილი გახდება ის ფიგურა, რომლის გარშემოც ხალხი გაერთიანდება და მოითხოვს სამართლიანობას, ეს არ არის იმდენად მიხეილ სააკაშვილის საკითხი, რამდენადაც ეს არის ზოგადი სამართლიანობის საკითხი“, – აღნიშნა იასკომ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.