რუსმა ანალიტიკოსმა, ვალერი სოლოვეიმ ჟურნალისტ იულია ლატინინასთან ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პატიმრობის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი პუტინია, ამ ორი ადამიანის გათავისუფლების შანსი არ არსებობს.
“ვიდრე პუტინი პრეზიდენტია, ეს შანსები ნულის ტოლია. ჯერ მოკვდება სააკაშვილი და თუ ეს მოხდება, ასეთივე ბედი ელის ნავალნის. ახლა ის დაკავებულია მათი მოკვდინებით. რუსეთს აქვს კოლოსალური გავლენა სააკაშვილის ბედზე, აქვს შესაძლებლობებიც. პუტინი განრისხებულია სააკაშვილზე და მან შურისძიება იცის თავის მტრებზე. ის ცდილობს ეს შურისძიება ფატალური იყოს”, – განაცხადა სოლოვეიმ.