ოზურგეთელმა ქოც-დეპუტატმა ქალბატონებმა, ბილწსიტყვაობით საზოგადოება შოკში ჩააგდეს.
მათ შორის გამოირჩევიან მარიკა ჩხიკვიშვილი, უმრავლესობის ლიდერი ოზურგეთის საკრებულოში და ქეთი ხომერიკი ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე.
აღნიშნულ დეპუტატებს და მათი გუნდის წევრებს “ვივამედის” კლინიკაში, პატიმრობაში მყოფი მომაკვდავი ექსპრეზიდენტის , მიხეილ სააკაშვილის არაეთიკური და ამორალური – ბილწი ტერმინებით მოხსენიება ეტყობა, პოლიტიკური მოღვაწეობა ჰგონიათ.
ეს არის კლასიკური ნიმუში, რა დღეშია და ვის ხელშია ქვეყანა, გურია და ოზურგეთი.
აღსანიშნავია რომ მარიკა ჩხიკვიშვილი პარალელურად პედაგოგიცაა და ოზურგეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში პედაგოგიურ “მოღვაწეობას” ეწევა.