მარიკა ჩხიკვიშვილის ნეპოტიზმი და კორუფცია ანუ პატარა „იმპერია“ მშობლიურ სოფელში

„ქართული ოცნების“ ერთ ერთი ადგილობრივი ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ოზურგეთის საკრებულოში, მარიკა ჩხიკვიშვილი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოექცა, როცა მან, მის რამდენიმე აქტივისტთან ერთად სოციალურ ქსელ ფეისბუკში – პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, დაუძლურებული და მძიმე ავადმყოფის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხმყოფელი პოსტერები გაავრცელა.

საზოგადოება განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო დამცინავი, მოახდინა სიძულვილის ენის გამოყენება და ასევე იყო უხამსი, კერძოდ მარიკა ჩხიკვიშვილი, საკუთარ პოსტში მიხეილ სააკაშვილის სექსუალურ ორგანოებზე „მარჩიელობდა“.

მარიკა ჩხიკვიშვილი ოზურგეთის საკრებულოში დვაბზუს მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემდეგ მოხდა.

ის ოზურგეთის წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატიც იყო, თუმცა მაშინ მან მანდატი პროპორციული სიით მიიღო.

წინა მოწვევის საკრებულოსგან განსხვავებით მოქმედ საკრებულოში, ჩხიკვიშვილი უკვე მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერია.

თუმცა ერთადერთი, რითაც თავს დეპუტატი ამომრჩევლებს ამახსოვრებს, ოპონენტებისათის სიტყვის უფლების წართმევის, ოპოზიციის წარმომადგენლებისათვის სიტყვით გამოსვლისას ხელის შეშლაში და საკრებულოს საქმიანობაში დესტრუქციის შეტანაა.

ამ ფლანგზე მას მხურვალე მხარდამჭერებიც ჰყავს მისი თანაგუნდელების, ქეთი ხომერიკის, ხათუნა ცერცვაძის, ნინო ნადირაშვილისა და ნინო ჭანიშვილის სახით.

აღსანიშნავია, რომ ამ ქალბატონებისაგან, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან საკრებულოს სხდომებზე სიძულვილის ენისა და ოპონენტებზე ძალადობის საკითხებში ორი პედაგოგია-თავად მარიკა ჩხიკვიშვილი-დვაბზუს საჯარო სკოლა და ნინო ნადირაშვილი-ნარუჯის საჯარო სკოლა.

სხვათაშორის, როცა ნინო ნადირაშვილმა, საკრებულოს ერთ ერთ სხდომაზე თავის კოლეგასა და ოპონენტს მთავარი ოპოზიციური პარტიიდან – თათია ნიკოლაშვილს საჯაროდ დაემუქრა „მუხლებზე გადაგიმტვრევო“ – მის გასამხნევებლად ნარუჯის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მეორე დღეს მისულ ნადირაშვილს საზეიმო დახვედრა მოუწყო და დეპუტატი „მამაცობისათვის“ დააჯილდოვეს კიდეც.

ვინ არის მარიკა ჩხიკვიშვილი? პარლამენტარ არჩილ თალაკვაძესთან დაახლოებული პირი, რომელიც, გადამოწმებული და დადასტურებული ინფორმაციით, დირექტივებს უშუალოდ ამ უკანასკნელისაგან იღებს.

დედა – როზეტა სკამკოჩაიშვილი, სოფელ დვაბზუს სკოლის პედაგოგი, მისი პოლიტიკური კარიერა „ნაციონალური მოძრაობიდან“ იწყება, როზეტა სკამკოჩაიშვილი ოჯახთან ერთად მაშინდელი მმართველი პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო წლების განმავლობაში სოფელ დვაბზუში -მათ შორის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც.

მამა – მამუკა ჩხიკვიშვილი -სოფელ დვაბზუს სასკოლო ავტობუსის ხელმძღვანელი

ძმა – ზურაბ ჩხიკვიშვილი – სოფელ დვაბზუს სასკოლო ავტობუსის მძღოლი

სწორედ ჩხიკვიშვილის ძმასა და მამის ქმედებებით დაზარალებულებმა მიმართეს „გურიის მოამბეს“ რედაქციას დახმარებისათვის.

დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები პრეტენზიებს გამოთქვამენ, რომ მამა შვილი სკოლის მოსწავლეებს არ ემსახურება, ხშირად აცდენენ სამსახურს, რის გამოც ბავშვებს, შორი მანძილიდან სკოლაში ფეხით სიარული უწევთ.

მშობლები გვეუბნებიან, რომ ამ საკითხზე სკოლის დირექტორი, ხათუნა წილოსანი საქმის კურსშია.

ქალბატონი ხათუნა ჩვენთან საუბარში ჩხიკვიშვილების მიერ სამუშაოეზე არ გამოჩენას კატეგორიულად გამორიცხავს, და გვიმტკიცებს, რომ გრაფიკს და მის შესრულებას უშუალოდ აკონტროლებს.

თუმცა ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ჩხიკვიშვილები სასკოლო ავტობუსებზე მუშაობის პარალელურად თბილისი ოზურგეთის ხაზზეც არიან ჩართულები და პერიოდულად, მათ შორის სამუშაო დღეებში თბილისის მიმართულებით და პირიქით – კომერციულ რეისებს ასრულებენ.

ჩვენ ამის გადამოწმება ვცადეთ და ერთ ერთ მათგანს მიკროავტობუსის მომსახურების შესყიდვა შევუკვეთეთ სამუშაო დღეებსა და საათებში და თანხმობა მივიღეთ.

მიმდინარე წლის 25 იანვარს ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ მუნიციპალიტეტში აუტიზმის ცენტრი გახსნეს:

„ოზურგეთში რეაბილიტაცია/აბილიტაციის ცენტრი „ლაზიკამედის აკადემია“ გაიხსნა, რომელიც აუტისტური სპექტრისა და განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებს მოემსახურება.

ცენტრი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ცენტრს, ამ ეტაპზე 100-მდე ბენეფიციარის მიღება შეუძლია, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა მომსახურებები მიიღონ.

აუტიზმის ცენტრი, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გახსნეს.„ ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

თუმცა კვალიფიციური სპეციალისტები, მხოლოდ ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები ან ნათესავები რატომ აღმოჩნდნენ – ამაზე ამ ორ უწყებაში არ გვპასუხობენ.

დიდი გამოცნობა არ სჭირდება იმ ამბავს, რომ ცენტრის თანამშრომელთაგან ერთ ერთი ქალბატონი მარიკას დაც იქნებოდა და რა თქმა უნდა ეს ასეცაა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share