“ოპოზიცია ზის დღეს პარლამენტში….რადიკალური ნაწილი თუ არ იქნება…..ამით არაფერი დააკლდება ქვეყანას” – ირაკლი კობახიძე ენმ-ზე

“ოპოზიცია ზის დღეს პარლამენტში, რადიკალური ნაწილი თუ არ იქნება პარლამენტში, ამით არაფერი დააკლდება ქვეყანას” – ასე აფასებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გამოცხადებულ ბოიკოტს:

 

“გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, ასე იყო სიტყვა სიტყვით ნათქვამი, დღეს უკან დაიხიეს და დაენანათ როგორც ჩანს, საპარლამენტო მანდატები. საბოლოო ჯამში, ეს მათი გადასაწყვეტია, მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ, რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება ნაცმოძრაობა” ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, “უკან რომ დაიხიეს, ეს თავისთავად მეტყველებს მათ არათანმიმდევრულობაზე, რაც თავისთავად კარგია”.

კობახიძის მტკიცებით, ქვეყანაში სიმშვიდეა, რომელსაც ვერავინ დაარღვევს.

 

“ოპოზიცია ზის დღეს პარლამენტში, რადიკალური ნაწილი თუ არ იქნება პარლამენტში, ამით არაფერი დააკლდება ქვეყანას” ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ენმ-მ და სტრატეგია აღმაშენებელმა საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გააკეთეს განცხადე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share