“არ კარგავს აქტუალურობას ეს სტატუსი წლებია”…წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ბესო წერედიანი, რომელიც ქვეყანაში არსებულ ყველაზე დიდ პარადოქსად ცრუ მესიის მხრიდან ხალხისთვის შემოძარცვული ილუზიების ფონზე შენარჩუნებულ სიჩუმეს განიხილავს: ყველაზე დიდი პარადოქსი იცით რა არის?! სწორედ იმ 9 წლის განმავლობაში გაგიჩნდათ ილუზია რომ გქონდათ ღირსება, თავისუფლება, ქართველობა,რწმენა… და იცავდით არარსებულს,იმას რაც უნდა ყოფილიყო აუცილებლად,მაგრამ არ იყო და რომ არ იყო,მოიგონა და დაგაჯერათ,იმდენად დაგაჯერათ რომ თავგანწირული იცავდით მისგანვე, ღირსებას, თავისუფლებას,ქართველობას, რწმენას… მოვიდა ის ვინც გითხრათ რომ ეს ყველაფერი სიცრუეა, რომ თქვენ არცერთი არ გაქვთ,რომ ეს იმან დაგაბრალათ და სინამდვილეში თქვენ ისეთივე მახინჯები ხართ როგორც თვითონ,ახალი, ცრუ მესია. შემოგაძარცვათ ილუზიები, და დასაცავი აღარაფერი დაგრჩათ, რაც არა გაქვს, ვეღარც წაგართმევენ და არც გეტკინება, ამიტომ არის სიჩუმე ირგვლივ, ამიტომ აღარ ისმის, ღირსება! თავისუფლება! ქართველობა! რწმენა”!-წერს წერედიანი.