20 იანვარს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. ცერემონიის დაწყებამდე კი ვაშინგტონში, ნაციონალურ ხეივანში ამერიკის 200 ათასი დროშა დაამონტაჟეს. ეს იმ 200 ათასი ამერიკელის სიმბოლოა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამ იმსხვერპლა და კიდევ მათი, ვინც კარანტინის გამო ინაუგურაციაზე ვერ მივა.
ცნობილია, რომ ცერემონიას მხოლოდ 1000-მდე ადამიანი დაესწრება, როცა წინა წლებში კონგრესის წევრებზე 200 ათას ბილეთს ანაწილებდნენ ამომრჩევლებისთვის გადასაცემად.