მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მთავრობა წამებით კლავს და პუტინს საჩუქარს უკეთებს! – ასეთი იყო უკრაინული მხარის პირველი რეაქცია მესამე პრეზიდენტის კადრების გასაჯაროვების შემდეგ. განცხადების ავტორი ვოლოდიმერ ზელენსკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი მიხაილო პოდოლიკი იყო.
“ვი-ვა მედიდან” გავრცელებული კადრების ნახვის შემდეგ შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ აგორებული კამპანია სიმულანტი და აფერისტი პაციენტის შესახებ, “ქართული ოცნების” რუსული პროპაგანდაა.
ჩანაწერებით გაირკვა, რომ სააკაშვილს გონების კარგვის ეპიზოდები აქვს, გადაადგილდება მხოლოდ დამხმარე მოწყობილობით და უჭირს წონასწორობის დაცვა.
პაციენტი 14 დიაგნოზით დამოუკიდებლად ტანსაცმლისს ჩაცმასაც კი ვერ ახერხებს.
ტვ პირველი