ფლავიუს არიანე (II ს) თავის პერიპლუსში ნატანებს (ისისი) და სუფსას (მოგროსი) სანაოსნო მდინარედ ასახელებს – „აკამფსისი და ისისი სანაოსნო მდინარეები არიან და მათგან დილაობით ძლიერი ქარი უბერავს. ისისის შედეგ გავიარეთ მდინარე მოგროსი. მოგროსსა და ისისს შორის შორის ოთხმოცდაათი სტადიონია. ეს მდინარეც სანაოსნოა.“
.
ენსგოლმის ცნობით (1817 წელი), ამ მდინარეზე პატარა საზღვაო ნავებს, რომლებიც წყალში მეტრნახევარზე ისხდნენ და ზღვიდან 16 ვერსტზე შეეძლოთ ასვლა, ხოლო ბრტყელძირია სამდინარო ნავები მდინარე ბახვის წყლის შესართავამდე და ნაგომრამდე ადიოდა. XIX საუკუნის დასასრულს მდ. სუფსაზე 25-30 ასეთი ბრტყელძირიანი ნავი იყო, რომელთა ტვირთმზიდაობა 100-300 ფუთამდე ანუ 1,5-5 ტონამდე ადიოდა.
.
მაევსკის ცნობით მდინარე სეფაზე პატარა ნავებს 4 კილომეტრ მანძილზე შეეძლოთ ასულიყვნენ. სეფას სამხრეთით მოედინება ორი შედარებით დიდი მდინარე: ნატანები და ჩოლოქი, რომლებიც ზღვამდე ნახევარი კილომეტრის დაშორებით უერთდებიან ერთმანეთს და შემდეგ შეერთვიან ზღვას. გასული საუკუნის დასასრულს მდ. ნატანებში მცირე ზომის ნავები დაცურავდნენ შესართავიდან დაახლოებით 20 კმ მანძილზე გურიანთამდე.
.
ასევე მაევსკის ცნობით სანაოსნო და ამ დინარეზე ნავით მოძრაობა შეიძლებოდა თითქმის მის სათავემდე, ყოველ შემთაეევაში ნავები მოძრაობდა ნიგოითამდე. ასევე სანაოსნოდ გამოდგებოდა ფიჩორას შენაკადი მდ. წითელ-წყალი (სოფ. ებალაურში). ამ მდინარეში ნავებით ეშეებოდნენ ახლომახლო სოფლების მცხოვრებლები. რომლებიც წითელწყალის გაცურვის შემდეგ, მდ. ფიჩორითა ღა პალიასტომის ტბით ფოთამდე აღწევდნენ.
.
– Энсгольм Е.И. Краткое обозрение Имеретии, Гурии, Мингрелии и Абхазии – 1817
– Маевский В. Т. Кутаисская губерния. Военно-статистическое описание – 1896
– ნ. კეჭაყმაძე – ფლავიუს არიანე მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო – 1961
– თ. ბერაძე – ზღვაოსნობა ძველ საქართველოში – 1981
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა