“ოზურგეთში, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ მომენტისთვის მთავარი და შიდა გზები იწმინდება შემდეგ სოფლებში: ვაკიჯვარი, ასკანა, მთისპირი, ლიხაური, მაკვანეთი, შემოქმედი, ძიმითი, სილაური, ნაგომარი, ჯუმათი და ჭანიეთი. ჯამში, ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 – ზე მეტი ერთეული ტექნიკა მუშაობს.
თოვლის სახით მოსულ ნალექს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია ოზურგეთის მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება” ნათქვამია ავთანდილ თალაკვაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.