მერია ირწმუნება რომ ოზურგეთში, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

“ოზურგეთში, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
 ამ მომენტისთვის მთავარი და შიდა გზები იწმინდება შემდეგ სოფლებში: ვაკიჯვარი, ასკანა, მთისპირი, ლიხაური, მაკვანეთი, შემოქმედი, ძიმითი, სილაური, ნაგომარი, ჯუმათი და ჭანიეთი. ჯამში, ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 – ზე მეტი ერთეული ტექნიკა მუშაობს.
 თოვლის სახით მოსულ ნალექს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია ოზურგეთის მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება” ნათქვამია ავთანდილ თალაკვაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
თოვლი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share