„კარგი არაფერი ფიქრი არ მაქვს, იმიტომ, რომ ჩვენი არმია მუშაობს იმავე პრინციპით – „აბა ომი ხომ არ გვინდა“, ახლა უკაცრავად, მაგრამ არმია ომისთვის უნდა იყოს მზად“, – ამის შესახებ ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
ბერძენიშვილის თქმით, ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა – „ჩვენ არავითარ შემთხვევაში, არც სამშობლოს ინტერესისთვის არ ვაპირებთ ბრძოლას“, მომაკვდინებელია.
„კარგი არაფერი ფიქრი არ მაქვს, იმიტომ რომ ჩვენი არმია მუშაობს იმავე პრინციპით „აბა ომი ხომ არ გვინდა“, ახლა უკაცრავად, მაგრამ არმია ომისთვის უნდა იყოს მზად. მშვიდობიანი ლაპარაკი ყველამ ისწავლა. საერთოდ ეს ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა რომ „ჩვენ არავითარ შემთხვევაში, არც სამშობლოს ინტერესისთვის არ ვაპირებთ ბრძოლას“, აი ეს პროპაგანდა მომაკვდინებელია იმისთვის, ვინც ამას იტყვის.
ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ჩვენს სამშობლოს რამე თუ დაემუქრება, როგორ თუ არ ვაპირებთ? ვალდებული ვართ. ასე არ შეიძლება. ამის პროპაგანდა არ შეიძლებოდა, ამის ლაპარაკი არ შეიძლებოდა. ჩვენ ვნახეთ, ისტორიულ პირებსაც იმიტომ გამოესარჩლნენ რომ რუსებთან თავისი კეკლუცური დამოკიდებულებები გაამართლონ“, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.