პარლამენტში “უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა” და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტების განხილვა იწყება.
დოკუმენტს დღეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის ერთობლივ კომიტეტზე განიხილავენ. “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტებს ოპოზიციის ძირითადი ნაწილის მხარდაჭერა არ ექნება. მათი განცხადებით, დოკუმენტის მიღება დამაზიანებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. კანონპროექტის ავტორები კი განმარტავენ, რომ მათი მიზანი გამჭვირვალობის, დემოკრატიის ხარისხის გაზრდა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა.
“მე ვარ უმრავლესობის მიერ არჩეული დეპუტატი, ჩემს კოლეგებთან ერთად დაინიცირებული კანონი კომიტეტის სხდომაზე უნდა განვიხილოთ და რა ხდება ამის გარშემო – ე.ი. დემოკრატიის პირველივე პრინციპს, პირდაპირ მოგვიწოდებენ, გვამუნათებენ, სტიგმატიზაცია არის სწორედ ჩვენს წინააღმდეგ.
ყოველგვარი შინაარსი და პარალელების გარეშე, პირდაპირ არქმევენ რუსულ კანონს და მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ არც კი განიხილოთ, არც დაუშვათ ამ კანონის განხილვა.
ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის, ევროკავშირი იმიტომ მინდა, რომ ეს სამართლიანობა იყოს დაცული. მე ვერავინ მიმითითებდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკანონიერი ქმედება ჩავიდინო, იმიტომ, რომ თუ მე ამას გავაკეთებ ევროკავშირის წევრი ვერ გავხდები,” – აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის “ხალხის ძალა” დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი.