ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიცეპრემიერები იქნებიან. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თქვა.
მაია ცქიტიშვილი ეკონომიკური მიმართულებით გაუძღვება გუნდს. მას ეს თანამდებობა აქამდეც ეკავა. დავით ზალკალიანმა კი იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი ჩაანაცვლა.