“ქართული რახათ-ლუხუმი…მომრავლდებიან ქვეყნად შტერები…..მერე შტერები შექმნიან კანონს….და … ასე ქრება თურმე ერები….”-ZG

ქართული რახათ-ლუხუმი
—————————–
-მტრის გამოზრდილი ნაკითხი კაცი,
მტერზე მტერია – ამბობდა ნერუ;
როცა ასეთნი მძლავრობენ ერში,
ქვეყანას ქმნიან საცოდავს, ეულს.
ავი მცდელობით ასეთ კაცების,
მომრავლდებიან ქვეყნად შტერები;
მერე შტერები შექმნიან კანონს,
და … ასე ქრება თურმე ერები.
საქართველოშიც სულ მუდამ სწუხდნენ,
რომ ჩაანაცვლა ხმალი მახათმა,
თუმცა ჩვენც გვყავდა ჭკვიანი კაცნი,
როგორც ინდოეთს ნერუ, მაჰათმა.
დიდგორიც გვქონდა და ბახტრიონიც,
თითქოს დაღმართიც ცვალა აღმართმა;
მაგრამ რატომღაც ტკბილ-მწარეს ომში,
ბოლოს ლუხუმი მოკლა რახათმა.
ZG 03/06/2023
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share