აქციაზე ირაკლი ნადირაძეს ე.წ. სპიცით შეიარაღებული კაცი თავს დაესხა – ოპოზიციონერი სუს-ის პროვოკაციაზე საუბრობს

რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ენმ-ს წევრს ირაკლი ნადირაძეს ე.წ. სპიცით შეიარაღებული კაცი თავს დაესხა.

ხელისუფლების ოპონენტები სუს-ის მიერ შემოგზავნილ ტიტუშკებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მათ თავდასხმელის მოგერიება შეძლეს.

“სპიცებით დარბიან აქციაზე და ტავს დაესხა ირაკლი ნადირაძეს შეგნებულად. ამას აპირებს ბიძინა ივანიშვილი, ტიტუშკები უნდა გამოაგზავნოს აქციაზე და აქციის მონაწილეებს სპიცები უნდა დაარტყას? ამის რეაგირების გარეშე დატოცვება წარმოუდგენელია, რადგან ყველა უყურებდა აქ, თუ როგორ აპირებდნენ ირაკლი ნადირაძის შუა აქციაზე მინიმუმ დაჭრას”, – ამბობს ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე.

ირაკლი ნადირაძემ ჟურნალისტებს ის ნივთიც აჩვენა, რითაც მის დაჭრას ცდილობდნენ.

“თავს დამესხა ფიზიკურად, ჭიდაობის დროს კი ეს ნივთი ამოუვარდა. აი რა უნდა დღეს რუს ოლიგარქს და სუს-ის “ნასედკას”, თუ ჰგონიათ, რომ აქ ხალხი რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის დგას, ძალიან ცდებიან, აქ ხალხი ევროპული მომავლისთვის დგას. ეს ორი დღეა სუს- ი ცდილობს პროვოკაციებს. მოვიდა მკითხა ირაკლი ნადირაძე ხარო? ვუთხარი რომ მე ვარ, თავს დამესხა, ალბათ, უნდოდა ამ იარაღის გამოყენებაც”, – განაცხადა ნადირაძემ.

ადგილზე მობილიზებულ პოლიციას რეაგირება არ მოუხდნია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share