“სტრასბურგში საჩივარი შევიტანეთ 2009 წელს “- ადამიანები ვინც ამ გადაწყვეტილების მისაღებად იბრძოლა

იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, თინა ბურჯალიანი, სოციალურ ქსელში, რამდენიმე დღის წინ, წერდა:

“21 იანვარს, თითქმის 13 წლიანი პროცესის შემდეგ, ევროსასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის საქმეზე (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II). ეს საქმე 2008 წლის 11 აგვისტოს დავიწყეთ რუსეთისათვის დროებითი ზომების დაკისრების მოთხოვნით. სრული საჩივარი შევიტანეთ 2009 წლის 6 თებერვალს. 2011 წლის 22 სექტემბერს ზეპირი განხილვა გაიმართა და 13 დეკემბერს ევროსასამართლომ საქმე დასაშვებად ცნო და არსებითი განხილვა დაიწყო.

მოკლედ ასეთ კარგ მდგომარეობაში დავტოვე ეს საქმე, მაგრამ სამუშაო ბევრი დარჩა, მათ შორის მოწმეების მოსმენა სასამართლოში და არსებითი განხილვისთვის ზეპირი და წერილობითი პოზიციის მომზადება.

ახლა ამ ყველაფერის შედეგს ველოდებით და მე პირადად ღამის ძილი უკვე გამიტყდა. ასეა თუ ისე, ბევრმა ხალხმა იშრომა/ვიშრომეთ და იმედია მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სათანადო დაცვა. ამ ხალხზე მინდა ვთქვა ორი სიტყვა:

David Tomadze

– დათომ დაიწყო ყველაფერი. მან დაწერა დროებითის მოთხოვნა და მე ჰააგიდან ვეხმარებოდი, მგონი არც არაფერი ჩამისწორებია :))

 

Levan Meskhoradze

Nino Tsereteli

Shorena Mezurnishvili

Tamuna Rostiashvili

Archil Giorgadze

Tamar Tomashvili

Givi Bagdavadze

Tamar Kiki Gongadze

Tinna Goletiani

და კიდევ ბევრი სხვა იუსტიციის სამინისტროდან ვისაც ვერ ვთაგავ, მათ შორის მათი დღევანდელი სამსახურების გამო ვინმემ რამე არასწორად რომ არ გაიგოს. ასევე ახალი ხალხი, ვინც ბოლო წლებში იმუშავა და უბრალოდ არ ვიცნობ. ეს ხალხი დღე და ღამე მუშაობდა, წერდა, მტკიდებულებას აგროვებდა, პარალელურ პროცესებში იყო ჩართული ICJ-ში და ICC-ში და სინერგიას უზრუნველყოფდა.

პროკურორები რომლების მტკიცებულებებს აგროვებდნენ და მოწმეებს კითხავდნენ.

ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც მტკიცებულებები მოაგროვეს და მნიშვნელოვანი ანგარიშები მოამზადეს.

ომგამოვლილი ადამიანები, რომლებიც არ დაგვზარდნენ და ტრამვის მიუხედავად საათობით ისხდნენ ჩვენთან, გვაწვდიდნენ და გვაზუსტებიებდნენ ინფორმაციას. ზიგიერთი მათგანი მოწმედ გამოვიდა სასამართლოში.

Nika Gvaramia

ვინმეს რომ არ დაავიწყდეს, შენ იყავი იუსტიციის მინისტრი და თავიდან ბოლომდე ჩართული ყველა პროცესში.

 

Zurab Tchiaberashvili

Mamuka Jgenti

დიდი მადლობა თქვენი და კოლეგების მხარდაჭერისთვის სტრასბურგში.

 

ალექსანდრე კახა ლომაია

Temuri Yakobashvili

თქვენ და თქვენმა კოლეგებმა შეძლეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოგროვება, განსაკუთრებით პირველ დღეებში და კვირეებში.

რადგან უკვე სასამართლოში აღარ არის, ვიტყვი – რაც მე რუსეთის ქცევა მინახავს ამ და სხვა სასამართლო დავებში, ეჭვი არ მეპარება რომ ჩემს თვალსაწიერს მიღმაც დიდი ბრძოლები იყო, იმედია ამაზე მემოუარებში დაწერთ

Nona Tsotsoria

ჩვენთან ერთად იყო საუკეთესო ადვოკატი და ახლა უკვე ჩემი მეგობარი Ben Emmerson QC, რომელმაც ბოლომდე იმუშავა ამ საქმეზე.

ახლა ყველა სუნთქვაშეკრული ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბუნებრივია ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ რისკები და დაბრკოლებებიც კარგად მესმის. ეჭვი არ მეპარება დეპორტაციის საქმის წაგების შემდეგ რუსეთი ძალისხმევას გააასმაგებდა.”

შეგახსენებთ, დღეს სტრასბურგის სასამართლომ ზეპირი სახით გამოაცხადა გადაწყვეტილება და თეა წულუკიანის ცნობით, დავა მოვიგეთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share