“ომის გაფართოება არ გვინდა….ეს ღარიბაშვილმაც იცის”-კინზინგერი

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ეხმაურება. ის წერს, რომ აღნიშნული ნარატივი აბსოლუტური სიცრუეა და ეს ირაკლი ღარიბაშვილმაც კარგად იცის.

“ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ეს პრემიერმაც იცის. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს ჩართვით ომის გაფართოება? ჩვენ არ გვინდა და მათ ეს იციან.

რატომ სურს ქართულ ოცნებას იდგეს წაგებული, ტერორისტული სახელმწიფოს, რუსეთის მხარეს.  მე ვიცნობ ქართველებს, პრემიერ-მინისტრი კი, როგორც ჩანს არა”, – წერს კინზინგერი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share