მეუფე სტეფანე ქადაგებისას აცხადებს:
„ჩვენ პატარა ერი ვართ. ერთმანეთისადმი სიყვარული გვაქვს და ეს უნდათ დაანგრიონ. შემოაქვთ გაურკვეველი იდეები და სურთ ჩვენი ახალგაზრდები ამით დაგვიპირისპირონ და ეს დამღუპველია. ჩვენ წავალთ და მათთვის დარჩება ეს მოსაგონებლად. რომ ვეუბნებით ნუ იზამთ ამას, მათი მტრები არ ვართ, ჩვენ გამოცდილება გვაქვს. იმ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შევალიეთ ზოგმა სისხლი და ზოგმა ჯანმრთელობა. „მოლოტოვის კოქტეილები“ რომ გვესროლა, ბრდღვნა არ დარჩებოდა საქართველოდან. დღეს მშობლები გიფარავენ და დადგებით და ისეთ რამეს აკეთებთ, რომ საშინელებას დამართებთ ქვეყანას. ვიღაცა გარედან რომ გეუბნება რაღაცას და გეუბნება მიდი, მიაწექი… შენ ქვეყანას უნდა მიაწვე? დაიწყეს მასწავლებლების გამოყრა აუდიტორიებიდან ვიღაცების აქნეული თითებით.
კომკავშირელები ნუ ვიქნებით, ვიყოთ ქართველი ახალგაზრდები. ნარკოტიკებს რომ გიყრიან ასე, რომ გამოგაშტეროს. შენ როგორ უნდა იბრძოლო თუ ხარ გამოშტერებული? თავისუფლებას ეძახი იმას, რომ აღვირახსნილ ცხოვრებას ეწევი და ამაში გინდა ჩააგდო ქვეყანა, როდესაც ქვეყანა სულ სხვა რამისთვის იბრძვის. რომ ამბობენ გავიღვიძოთო, გავიღვიძოთ უნდა ჩვენი ქვეყნისთვის. რასაც თავს გვახვევენ, ეს ევროპა არ არის, ეს არის ევროპის დეგრადაცია. როცა მოგვეპრიანება შევვარდებით პარლამენტში და თავზე ვამხობთ იქაურობას და ეს არის თავისუფლება? ხელისუფლება ვერასდროს იქნება კარგი. თუ გინდათ ხელისუფლებამ სასუფეველი ჩამოაყალიბოს ქვეყანაში, ასეთი ხელისუფლება არ იქნება“.