რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

2018 წლის მიწურულს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის რიგით მე-5 და პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

მიმდინარე წლის 18 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე, გასულ წელს, ხელფასის სახით 66 240 ლარი აიღო.

რაც შეეხება მის უძრავ-მოძრავ ქონებას, საქართველოს პრეზიდენტის საკუთრებაშია: 2006 წელს შეძენილი 126,33 კვ.მ სახლი თბილისში, ასევე, 235 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელშიც 160 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილის სახელზეა 60 კვ.მ სახლი საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში, რომლის ღირებულება 150 000 ევროს შეადგენს.

დეკლარაციის შევსების მომენტში, პრეზიდენტი ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე – 30 000 აშშ დოლარს, სახელფასოზე – 1 940 ლარს, société générale Paris-ის ანგარიშზე კი – 62 378 ევროს.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ფონდს ქველმოქმედების სახით, 49 520 ლარი, ხოლო თავად პრეზიდენტს – 28 806 ლარი აქვს გაცემული.

https://www.bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share