რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

2018 წლის მიწურულს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის რიგით მე-5 და პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

მიმდინარე წლის 18 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე, გასულ წელს, ხელფასის სახით 66 240 ლარი აიღო.

რაც შეეხება მის უძრავ-მოძრავ ქონებას, საქართველოს პრეზიდენტის საკუთრებაშია: 2006 წელს შეძენილი 126,33 კვ.მ სახლი თბილისში, ასევე, 235 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელშიც 160 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილის სახელზეა 60 კვ.მ სახლი საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში, რომლის ღირებულება 150 000 ევროს შეადგენს.

დეკლარაციის შევსების მომენტში, პრეზიდენტი ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე – 30 000 აშშ დოლარს, სახელფასოზე – 1 940 ლარს, société générale Paris-ის ანგარიშზე კი – 62 378 ევროს.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ფონდს ქველმოქმედების სახით, 49 520 ლარი, ხოლო თავად პრეზიდენტს – 28 806 ლარი აქვს გაცემული.

https://www.bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 93
    "ბებია დიდ ხის გობზე, ნაშუადღევს იწყებდა ჭადის ზელვას".."ბებია დიდ ხის გობზე, ნაშუადღევს იწყებდა ჭადის ზელვას.. ისე ებრძოდა ცომს თითქოს გაბრაზებულია და ჯავრს იყრისო. თავის ჭკუაზე მოიყვანდა, დიდ გახურებულ ქვის კეცზე შქერის ფოთოლს გაუფენდა და უშველებელ გუნდას ზედ გადააგორებდა, ღადარსაც უხვად დააყრიდა და სუფრას გაშლიდა. სადილად სულ იყო ერთი წველა ყველი, მწვანილი, მჟავე კეჟერა და რამე ერთი იჯრა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 93
    "ერთი ოზურგეთელი გოგოც შეეწირა აპრილის დღეს, ლიხაურელი ნინო თოიძე"მე რომ ასეთი საქმეები მეკითხებოდეს, 9 აპრილს, დასვენების კი არა, დიდი შრომის დღედ გამოვაცხადებდი. თავისუფლება, შეუშრობელი სისხლით რომ მოვიპოვეთ, ყოველდღიურ ვარჯიშს მოითხოვს და ასე ნარჩუნებდა. მაგრამ ამაზე ანუ სისხლით ახელილ თვალებზე, უფრო ვრცლად სხვა დროს. ხოლო 9 აპრილი მე 10 აპრილიდან და ასე მახსოვს – საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი,…
    Tags: და, მე, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 93
    "ვთხოვ იმ პატარა გოგონებს და ბიჭებს ხმამაღლა ილაპრაკეთ! მოძებნეთ ის, ვინც მოგისმენთ"ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე 14 წლის ქაქუთელი გოგონას გარდაცვალებას ეხმიანება  და სოციალურ ქსელში წერს: "მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილად მსხდარმა ოჯახის წევრებმა, მითხრეს – წადი ბაბუას დაუძახე, შემოგვიართდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო; ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად. მაშინც მივირბინე…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 93
    "ხმა ამოიღეთ! ყველას არ შეუძლია საზღვარგარეთ მკურნალობა და გამოკვლევების ჩატარება""თქვენ გელით სიკვდილი (ბოდიშის გარეშე) ვუბრუნდები ჩემს მიერ შეპირებულ პუბლიკაციას, რის შესახებაც ერთი კვირის წინ გავაკეთე მოკლე ანონსი. შეგახსენებთ, რომ თემა ეხება საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, რომლის მთავარი პრიორიტეტი თითოეული თქვენგანის უსაფრთხოებას უნდა წარმოადგენდეს და არა საფრთხეს, რომელმაც შესაძლოა ერთდროულად გაგანადგუროთ, როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად და მატერიალურად. მეორე ათეული წელია ვცხოვრობ…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი